სიახლეები
18.06.2013
საქართველოს პრეზიდენტის პრესპიკერმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის დროზე ადრე გაწვევის ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
,,სამწუხაროა რომ საქართველოს დღვენდელი ხელისუფლების უმოქმედობის გამო გვიწევს ამ განცხადების გაკეთება:
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, გადამდგარი პოლონელი გენერალი, გენერალ-ლეიტენანტი ანდჟეი ტიშკევიჩი ვადამდე ბევრად ადრე ასრულებს თავის მოღვაწეობას ამ პოსტზე!
2011 წლიდან მოყოლებული, როდესაც იგი სათავეში ჩაუდგა ამ მისიას საქართველოში გენერალი ტიშკევიჩი გამოირჩეოდა ობიექტური და პრინციპული პოზიციით, რაც ძალიან მიუღებელი იყო რუსეთის ხელისუფლებისათვის. უნდა ითქვას რომ საკუთარი დემარშის დემონსტრირებისათვის, აფხაზებმა იგი პერსონა ნონ-გრატადაც კი გამოაცხადეს. მიუხედავად, რუსული მხარის ულტიმატუმისა, წინა მთავრობა კატეგორიულად აცხადებდა უარს დაეკმაყოფილებინა მათი მოთხოვნა , ტიშკევიჩის გაწვევასთნ დაკავშირებით.
ძალიან სამწუხაროა და ამავე დროს უცნაური, რომ გენერალი ტიშკევიჩი მისიის დასრულებამდე გაიწვიეს, ჩვენ ვფიქრობთ ეს არ მოხდებოდა, რომ არა დღევანდელი მთავრობის უპრინციპობა!
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისფუფლებას, რომ პრინციპული პოზიცია იქონიოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული ყველა დეტალთან დაკავშირებით,რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისთვის . მეორეს მხრივ, ვიმედოვნებთ რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მომდევნო ხელმძღვანელი გენერალ ტიშკევიჩის საქმიანობის ღირსეული გამგრძელებელი იქნება!’’- აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ