Google+

სიახლეები

16.06.2013
მიხეილ სააკაშვილი დღეს  პანამის პრეზიდენს რიკარდო მარტინელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი რომში FAO-ს კონფერენციის პარალელურად, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან მართავს შეხვედრებს.  მიხეილ სააკაშვილი დღეს  პანამის პრეზიდენს რიკარდო მარტინელს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავება და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა იყო. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.

 ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ აღნიშნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის შეხვედრები გაეროს წევრი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან. მისი განცხადებით, სწორედ ასეთი მჭიდრო ურთიერთობითა და დიპლომატიით არის შესაძლებელი ხელი შეეშალოს რუსეთის ოკუპანტურ გეგმებს - მეტი მხარდამჭერი მოიპოვოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხში. ამ თვალსაზრისით, ქვეყნის პირველი პირი ახალ მთავრობას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს და ორმხრივი  ურთიერთობის გაღრმავების საკითხში დახმარებას სთავაზობს. 

„თქვენ ხედავთ, რამდენ ქვეყანასთან გვაქვს მეგობრული ურთიერთობა, ყველა კონტინენტზე გაჩნდნენ მეგობრები, რომლებიც საქართველოს წარმატებულ ქვეყნად იცნობენ. ამ შეხვედრების შედეგად, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს საკუთარ კონტინტებზე მიაქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო მართლაც საუკეთესო ქვეყანაა, რუსეთი კი ჩვენ მეგობარ კონტინენტებზე, ვეღარ შეძლებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო აღიარების მხარდაჭერის მოპოვებას. ამას გარდა, მე პიროვნულად დავუმეგობრდი ამ ადამიანებს, ჩვენ მოვიპოვეთ პატივისცემა როგორც სახელმწიფომ. მთავარია, ეს არ დავკარგოთ; მთავარია, თავადვე არ ვთქვათ, რომ მაჩვენებლები, რომელთა შესახებაც მე ვსაუბრობ, ტყუილი იყო ან არ შეესაბამებოდა რეალობას. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ გვქონდა წარმატებები და შემდგომი მთავრობები სულ უფრო მეტად წარმატებულები უნდა იყვნენ. ეს არის ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გარანტია. ჩვენ გვჭირდება მეტი კონტაქტები, მეტი ურთიერთობები. ამ ხალხთან მე პიროვნული ურთიერთობა მაქვს და ახალ მთავრობასაც სიამოვნებით გავაცნობ მათ, რათა საქართველოს მიმართ ყველა სიმპატიით განეწყოს, ჩვენი ქვეყანა წინ წავიდეს და ყველგან ჰქონდეს მხარდაჭერა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)