Google+

სიახლეები

11.07.2013
საქართველოს პრეზიდენტმა მოლდოვაში ევროპის სახალხო პარტიის სამიტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტმა კიშინიოვში რესპუბლიკის სასახლეში ევროპის სახალხო პარტიის აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერების მე-3 სამიტის პირველ სამუშაო სესიაში მიიღო მონაწილეობა. სამიტის მონაწილეებმა ის საკითხები განიხილეს, რომლებიც ვილნიუსში დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგშია შეტანილი. ლიდერებმა ასევე იმ საერთო ფასეულობებსა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრეს, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს კიდევ უფრო დააახლოებს ევროპასთან. სამუშაო სესიის შემდეგ ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიხეილ სააკაშვილი მოლდოვის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიისა და ევროპის სახალხო პარტიის ლიდერების პირადი მიწვევით იმყოფება.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)