Google+

სიახლეები

28.06.2013
საქართველოს პრეზიდენტი: „ერმა უნდა იგრძნოს, რომ თავად არის თავის ბატონ-პატრონი და საკუთარი წარმატების მთავარი მამოძრავებელი ძალა!“

საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა და მათ პროფესიულ და სამეცნიერო საქმიანობაში შეტანილი წვლილისა და დამსახურებითვის სახელმწიფო ჯილდოები გადასცა. მიხეილ სააკაშვილმა მათ სიტყვით მიმართა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია უნივერსიტეტებთან დაკავშირებული კანონპროექტები, გადაწყვეტილებები თუ ინიციატივები სწორედ პროფესორ-მასწავლებლებთან შეთანხმებით მიიღონ.

ქვეყნის პირველი პირი მერიისა და საკრებულოს თანამშრომელთა დაკავების ფაქტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მთავრობის ასეთი მოქმედებით, ქვეყნის დემოკრატიას საფრთე ექმნება. მისი თქმით, მსგავსი ფაქტები საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, ევროკავშირის წარმომადგენელთა მხრიდან მკაცრი კრიტიკის საფუძველი ხდება. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მაშინ, როდესაც ევროკავშირი საქართველოს 2004 წლიდან მოწინავე ქვეყნების რიგში განიხილავდა, დღეს უკვე პრობლემურ ქვეყნებს შორის მოიაზრებს.

„ეს არის საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რამ. მთავარი ის კი არ არის, თუ რომელი პოლიტიკური პარტია, მთავრობა, პრეზიდენტი ან თუნდაც საქართველოს დემოკრატია დაზარალდება, საქმე ისაა, რომ  ზარალდება საქართველოს უსაფრთხოება! საქართველოს უსაფრთხოება კი არის იმის განმსაზღვრელი, იარსებებს ჩვენი ქვეყანა თუ ისევ გაქრება რუკიდან. წლების განმავლობაში ჩვენ ყველასთვის სამაგალითო ქვეყანა ვიყავით, ყველა გვაქებდა და ცაში ავყავდით; ამერიკის თუ სხვა ქვეყნების პრეზიდენტები, ვიცე-პრეზიდენტები, სახელმწიფო მდივნები, ლამის, ორ თვეში ერთხელ ჩამოდიოდნენ აქ. ნატო-ს საბჭო მესამედ ჩამოვიდა საქართველოში... თუ ვიქნებით ისეთი ქვეყანა, რომელიც არასდროს არავის არ ახსენდება, არც არასოდეს ახსენებს ვინმე. ასეთი ქვეყანა კი, ჩვენი გეოგრაფიის გათვალისწინებით, სამწუხაროდ, ვერ გააგრძელებს არსებობას. ეს არის ყველაზე დიდი კოშმარი რაც შეიძლება წარმოვიდგინოთ. ამიტომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ დემოკრატიული სამყაროს წესებით ცხოვრება... ეს არის - კანონის უზენაესობა - დამნაშავე უნდა დაისაჯოს. დემოკრატიული სამყარო ურთიერთპატივისცემის პრინციპებით მოქმედებს და არა მოტყუების, გადაგდების, მოსყიდვის და ა.შ. გამოვიდეთ ჯაყოს ფსიქოლოგიიდან. ერმა უნდა იგრძნოს, რომ თავად არის თავის ბატონ-პატრონი და საკუთარი წინსვლის მთავარი მამოძრავებელი ძალა!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

ქართველ პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, პრეზიდენტმა დღეს ღირსების ორდენით ორი უცხოელი პროფესორიც დააჯილდოვა. სახელმწიფო ჯილდოები მიხეილ სააკაშვილმა კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის ბიზნესკოლის ასისტენტ-პროფესორს დარა აჰმედსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, სრული პროფესორს ტრევორ ჯორჯ კარტლეჯს გადასცა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)