Google+

სიახლეები

18.06.2011
საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის თანამშრომლობის მინისტრი წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში დღეს საფრანგეთის თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა. ანრი დე რენკურს ჯილდო ორი ქვეყნის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის გადაეცა. მისი მონაწილეობით, საქართველოში არაერთი პროექტი განხორციელდა, მათ შორის, ბოლო პროექტი გურჯაანის ახლადგახსნილი სამედიცინო ცენტრია.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია საქართველოში თქვენი მიღება.

საქართველო არის თქვენი მეორე სამშობლო და თქვენ აქ ჩამობრძანდით, როგორც მისი განვითარებისა და თანამშრომლობის მინისტრი.

ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია.

საფრანგეთი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური პარტნიორია და თქვენ, ბატონო მინისტრო, ფრანგულ-ქართული პარტნიორობის პიონერი ბრძანდებით.

საფრანგეთი ჩვენი მეგობარია, ნიკოლა სარკოზი ჩვენს გვერდით იდგა მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად უჭირდა ჩვენს ქვეყანას.

როდესაც რუსულმა არმიამ საფრთხე შეუქმნა საქართველოს და განადგურება ემუქრებოდა ჩვენს სუვერენიტეტს, თქვენი დახმარებით შევძელით გამოვსულიყავით კრიზისიდან.

ჩვენ უფრო გაძლიერებული გამოვედით ამ გამოცდიდან და ომიდან. ჩვენ უფრო ღრმად ვართ  დარწმუნებული ევროპულ და დემოკრატიულ აზროვნებაში.

დარწმუნებულ ვართ, ქართული საზოგადოება შეძლებს რადიკალურ ტრანსფორმირებას.

საქართველო რეგიონში განვითარების მაგალითი გახდება. ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული, ჩვენ შევქმენით დინამიური განვითარების ბაზა და შევძელით და გავუძელით მსოფლიო ფინანსურ კრიზისს.

ამჟამად, ვმუშაობთ სხვადასხვა პროექტებზე, რომლებსაც დიდი პოტენციალი აქვთ საფრანგეთის მხარესთან თანამშრომლობით განხორციელდეს. ეს შეეხება, მაგალითად, სოფლის მეურნეობას, ხე-ტყეს, ელექტროენერგიას  და ა.შ.

ბატონო ანრი, თქვენი ინსტიტუტების დახმარებით, ისეთის როგორიც არის, მაგალითად, მსოფლიო განვითარების ფრანგული ფონდი, თქვენი საზოგადოების დახმარებით, კომპანიამ ხელი შეუწყო საქართველოში ხანგრძლივ განვითარებას.

ცოტა ხნის წინათ, ჩვენ მივიღეთ საფრანგეთის მსოფლიო განვითარების ფონდი და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჩამოვიდეს საფრანგეთის განვითარების სააგენტო.

საფრანგეთი საქართველოსთვის ყველაზე მტკივნეულ დროს გვედგა მხარში და დარწმუნებული ვართ, რომ განვითარების დროსაც ჩვენ გვერდით იქნება.

ამის მაგალითი ბრძანდებით თქვენ, ბატონო ანრი და ის დეცენტრალიზებული თანამშრომლობა, რომლის მომხრე და ორგანიზატორიც თავად ხართ. ეს იმ თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითია, რომელიც თქვენ საქართველოსთან დაამყარეთ.

თქვენ გაიცანით და შეიყვარეთ საქართველო იმ დროს, როდესაც საქართველო, მეტი რომ არაფერი ვთქვათ, ჯერ კიდევ არ იყო ხანგრძლივი განვითარების მოდელი. თუმცა ჩვენს ხალხს ყოველთვის ქონდა განვითარების პოტენციალი და ის მუდმივად ფუნდამენტური და ევროპული იყო.

თქვენ აგრძელებთ საქართველოს სიყვარულს და დახმარებას, საქართველო,  გარკვეულწილად,  რეფორმებისა და განვითარების ლაბორატორიას წარმოადგენს.

თქვენი ერთგულება ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. თქვენ ბევრი ორდენის მფლობელი ბრძანდებით, მაგრამ, მსურს, გადმოგცეთ წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენი.

 

საფრანგეთის თანამშრომლობის მინისტრი ანრი დე რენკური

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება.

მე ვარ ფრანგი, მაგრამ ჩემთვის უდიდესი პატივია, ვიყო საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობარი.

მე გავეცანი საქართველოს ისტორიას, რომელიც ძალიან მშფოთვარე, მტკივნეული და, ამავე დროს, საამაყოა. საქართველომ ყველაზე მტკივნეულ დროს შეძლო მის წინაშე არსებული გამოწვევების ღირსეულად და წარმატებით გადალახვა.

ამ ქვეყანას არასდროს არ უთქვამს უარი თავის ღირებულებებსა და პრინციპებზე.

იმ შესაძლებლობამ, რომელიც თქვენ ქვეყნას და პირადად თქვენ გაქვთ, ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს საშუალება მისცა დიდი წარმატებისთვის მიეღწია.

საფრანგეთი დიდი მონდომებით ადევნებს თვალს იმ ტრანსფორმაციას, რომელიც საქართველოში თქვენი ინიციატივით მიმდინარეობს.

ყოველთვის, როცა საქართველოში ჩამოვდივარ, ბევრ სიახლეს ვხედავ - უამრავი რამ იქმნება სხვადასხვა მიმართულებით და დიდი პროგრესი შეიმჩნევა.

საფრანგეთი ყოველთვის მხარში ედგა საქართველოს გვერდით სხვადასხვა გარემოებებისა და  ისტორიული მოვლენების დროს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ცდილობს საქართველოს ინტერესების დაუღალავი დამცველი იყოს. სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელებთან ერთად, იგი ცდილობს იმუშავოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე და ხელი შეუწყოს იმას, რომ საქართველო აღარ იყოს ოკუპირებული უცხო სახელმწიფოს მიერ.

ეს პრინციპი ჩვენთვის ფუნდამენტალურია.

დიდი მადლობა ბათუმში მასპინძლობისთვის.

ჩემთვის ეს ნიშანდობლივი ფაქტია, რადგან 6-7 წლის წინ ბათუმში მსგავს ცერემონიალს ვერ გამართავდით.

4-5 წლის წინათ, როდესაც აქ ვიმყოფებოდით, ბათუმი არ იყო ისეთი, როგორიც არის დღეს.

ამ ძირეული ტრანსფორმაციის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბათუმი არის მაგალითი საქართველოს დანარჩენი ტერიტორიისთვის, რომ ეროვნული თანხმობა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე იძლევა განვითარებისა და აყვავების საშუალებას.

აუცილებელია, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ.

ეს არის ჩვენის მხრიდან იმედის მომცემი გზავნილი, რომელიც პასუხისმგებლობას გვანიჭებს.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)