Google+

სიახლეები

07.09.2011
მიხეილ სააკაშვილი მოლდოვას პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოლდოვას პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ ფილატს შეხვდა. საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და სამომავლო სტრატეგიულ გეგმებს შეეხო, რომელიც ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს უკავშირდება. მხარეები ერთობლივი, ეფექტიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე შეთანხმდნენ, რომელიც ევროკავშირის პარტნიორობის ფარგლებში კიდევ უფრო დააჩქარებს ამ სტრუქტურებში ინტეგრაციას. საქართველოს პრეზიდენტი და მოლდოვის პრემიერ-მინისტრი არ გამორიცხავენ, რომ ერთიანი სამოქმედო გეგმის არსებობის შემთხვევაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში გარკვეული პროგრესული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. როგორც მოლდოვას პრემიერმინისტრმა მასმედიიის წარმომადგენლებთან აღნიშნა, საქართველოსა და მოლდოვას პოზიციების თანხვედრა უფრო მეტ შედეგს მოიტანს ევროსტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)