Google+

სიახლეები

12.09.2011
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ელჩებსა და დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს უმასპინძლა    

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ელჩებსა და დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს დღეს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრისას, საქართველოს საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხები განიხილეს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების შემდგომი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განსაზღვრეს. ამას გარდა, საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივასა და ქვეყანაში ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობას. შეხვედრის მონაწილეებმა უსაფრთხოების საკითხებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზეც იმსჯელეს.

პრეზიდენტთან ვიზიტამდე, ელჩები საქართველოს მთავრობის წევრებსაც შეხვდნენ, რომლებმაც დიპლომატებს საკუთარ უწყებებში განხორციელებული რეფორმების  მიმდინარეობა და შედეგები გააცნეს.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)