Google+

სიახლეები

12.09.2011
 
საქართველოს პრეზიდენტის განცხადება 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული  
თავდასხმების ათი წლისთავთან დაკავშირებით

 

10 წლის წინ ტერორისტებმა 2,977 უდანაშაულო  ადამიანის სოცოცხლე იმსხვერპლეს ქალაქ ნიუ იორკში, ქალაქ ვაშინგტონში და პენსილვანიის შტატის ქალაქ შანქსვილის ცაზე.
 
2001 წლის 11 სექტემბერს „ალ ქაიდა" არა მხოლოდ  ერთ ქვეყანას - ამერიკის შეერთებულ შტატებს - დაესხა თავს, ტერორისტებმა ომი გამოუცხადეს თვით დემოკრატიას, ადამიანის პიროვნულ თავისუფლებასა და დემოკრატიული ცხოვრების წესს.  მრავლისმთქმელია ის ფაქტი, რომ ამ ტრაგედიამ 57 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე შეიწირა.
 
11 სექტემბრის ტერორისტულმა აქტებმა წერტილი დაუსვა მცდარ შეხედულებას იმის თაობაზე, თითქოს ბერლინის კედლის დაცემითა და ცივი ომის დასრულებით თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ფუნდამენტური საფრთხე გამოირიცხა.
 
დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ მათ, ვინც ნიუ ორკში, ვაშინგტონში და პენსილვანიაში დაიღუპა და ვიზიარებთ  მათი ოჯახების მწუხარებას.
 
დღეს ჩვენ ასევე ვიხსენებთ მათ, ვინც  ტერორისტულ აქტებს შეეწირა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
 
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება და მათი დამარცხება, ვინც  არაფრად აგდებს ადამიანთა სოცოცხლეს, საუკეთესო გზაა დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად.
 
სწორედ ამის გამო არაერთმა ქართველმა ჯარისკაცმა სიცოცხლე გასწირა საკუთარი სამშობლოდან ასე შორს.  
 
ქართველი ხალხი მტკიცედ დგას ამერიკელი ხალხის გვერდით თავისუფლების დასაცავად მიმდინარე ბრძოლაში.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)