სიახლეები
25.07.2013
საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს ესპანეთში მომხდარი ტრაგედიის გამო
„შემძრა ესპანეთში, ქალაქ სანტიაგო-დე-კომპოსტელთან მომხდარმა ტრაგიკულმა ფაქტმა, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
მწუხარების ამ მომენტში მინდა დაგარწმუნოთ, რომ მე და ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე იზიარებს თქვენს ტკივილს და ლოცულობს მათთვის, ვინც ამ ტრაგედიის მსხვერპლი გახდა. მიიღეთ გულწრფელი სამძიმარი ქართველი ერისა და პირადად ჩემი სახელით" .