სიახლეები
12.07.2013
საქართველოს პრეზიდენტმა მოლდოვაში ორმხრივი შეხვედრები გამართა
მოლდოვაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს მართავს. მიხეილ სააკაშვილი უკვე შეხვდა მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს ნიკოლაი ტიმოფტის და პრემიერ-მინისტრს იური ლენაკას. შეხვედრებისას, საუბრის მთავარი თემა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და ვილნიუსში დაგეგმილი სამიტის სამზადისი იყო. მოლდოვას ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ამას გარდა, მოლდოვის ლიდერებმა და მიხეილ სააკაშვილმა კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების აუცილებლობასა და ამ პროცესში ევროპული მხარდაჭერის გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
დღესვე ქვეყნის პირველმა პირმა შეხვედრა გამართა მოლდოვას პარლამენტის თავჯდომარესთან იგორ კორმანთან. საუბარი ქვეყნის მართვის პროცესში საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის მნიშვნელობასა და ევროპულ კანონებთან ჰარმონიზაციის აუცილებლობას შეეხო.