Google+

სიახლეები

30.09.2011
მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ვარშავაში დასრულდა

საქართველოს პრეზიდენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს დაესწრო. სამიტის შემაჯამებელ შეხვედრაზე ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას, რომლის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებთან გამარტივდება სავიზო რეჟიმი, გაღრმავდება მრავალმხრივი თანამშრომლობა და წლის დამლევამდე დაიწყება მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების თაობაზე. ეს დეკლარაცია ასევე ითვალისწინებს უფრო მჭიდრო ურთიერთობას სატრანსპორტო მიმართულებით, მათ შორის, საქართველოს მიერთებას ევროკავშირის საერთო ავიასივრცესთან.

საქართველოს შესახებ განცხადებები ევროპის ქვეყნების ლიდერებმა გააკეთეს. მათ მხარი დაუჭირეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ფიონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს საფრანგეთი არ დათმობს რუსეთის ფედერაციასთან.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ერჟი ბუზეკმა სამიტზე გამოსვლისას ყურადღება ევროკავშირი საქართველოს ეკონომიკურ თანამშრომლობაზე გაამახვილა და განაცხადა: „ევროკავშირი მზადაა ინვესტიციების ჩასადებად, რათა ჩვენი ბაზარი ეტაპობრივად გავხსნათ და საქართველოს დავეხმაროთ ეკონომიკის სფეროში ინიციატივების განხორციელებაში".

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ჰერმან ვან რომპუის განცხადებით, საქართველოსთან ურთიერთობის ახალი ეტაპი დაიწყო, 2011 წლის ბოლომდე კი მოლაპარაკება იგეგმება საქართველოსა და მოლდოვასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

საქართველოს საკითხს ევროკომისიის პრეზიდენტი ხოსე მანუელ ბაროზოც შეეხო, და აღნიშნა, რომ მათთვის დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების წარმოება.

სამიტზე აღმოსავლეთ ევროპის 6 ქვეყნის წარმომადგენლების შეკრების მთავარი მიზანი, ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავება და განვითარება იყო.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი პოლონეთში დღეს დასრულდა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)