Google+

სიახლეები

22.09.2011
საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასმბლეის 66-ე სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრეზინდენტი დღეს სიტყვით წარსდგება გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე სესიაზე. გამოსვლის მთავარი თემა საქართველოში განხორციელებულ რეფორმები და მათი რეგიონალური მნიშვნელობა იქნება. მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ შეახსენებს მსოფლიოს იმ საკითხებს, რომლებიც საქართველოს დეოკუპაციასა და რუსეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების  პირობების შესრულების აუცილებლობას შეეხება.    

სამიტზე საქართველოს დეოკუპაციის მოთხოვნით მეგობარი ქვეყნების ლიდერებიც გამოვიდნენ, მათ შორის, ესტონეთის პრეზიდენტიც, რომელმაც საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ურთიერთობების ყველა წევრი ვალდებულია შეასრულოს საერთაშორისო სამართლის ნორმები.
 
დღესვე, მიხეილ სააკაშვილი ვიზიტის ფარგლებში, საინვესტიციო ფორუმს გახსნის, რომელიც ჰარვარდის ცენტრში გაიმართება. ფორუმს წამყვანი ამერიკელი  ბიზნესმენები დაესწრებიან სხვადასხვა შტატებიდან. საქართველოს პრეზიდენტი ყურადღებას საქართველოში განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან, მათ შორის, დონალდ ტრამპის ინვესტიციაზე გაამახვილებს. 
 
 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)