Google+

სიახლეები

10.10.2011
პრაღაში საქართველოს პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველს შეხვდა

პრაღაში, საქართველოს საელჩოში მიხეილ სააკაშვილისა და ვაცლავ ჰაველის შეხვედრა გაიმართა. საუბრის მთავარი თემა საქართველოში განხორციელებული რეფორმები, დემოკრატიული პროცესები და ქვეყნის ევროსტრუქტურებში გაწევრიანების შანსები იყო. ვაცლავ ჰაველმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი მხარდაჭერა. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო თავის ტერიტორიულ მთლიანობას ისტორიულ საზღვრებში აღიდგენს და ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდება. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ვაცლავ ჰაველს აქტიური მხარდაჭერისა და იმ განცხადებებისთვის, რომლებიც მან 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გააკეთა




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)