Google+

სიახლეები

24.10.2011
მიხეილ სააკაშვილი: ,,გორი უნდა  იყოს აბსოლუტური მარგალიტი საქართველოს რუკაზე, ეს ნამდვილად გმირი ქალაქია’’

დღეს, მიხეილ სააკაშვილი ქალაქ გორის ერთ-ერთ ყველაზე ძველ უბანს ეწვია და გორის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დაწყებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა. გეგმის მიხედვით დაგეგმილია ინფრასტრუქტურის სრულად მოწესრიგება, საკომუნიკაციო სისტემის შეცვლა. პროექტის ფარგლებში 100-მდე სახლის გარე ფასადი მოწესრიგდება და მიმდებარე ტერიტორიაზე დაიგება ქვაფენილი.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოები, გარდა იმისა, რომ გორს ძველ იერსახეს დაუბრუნებს და ახალ კულტურულ და ტურისტულ ცენტრებს შექმნის, ადგილობრივი მოსახლეობისათვის დამატებითი შემოსავლის წყაროსაც გააჩენს, რადგან ისინი უშუალოდ არიან ჩართულნი ამ პროცესში. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ქუთაისისა და ბათუმის მსგავსად ქვეყნის დეცენტრალიზაციის პროცესში გორიც ჩაერთვება. უახლოეს მომავალში დაგეგმილია თბილისიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გორში განთავსება. ამ ინიციატივის მეშვეობით ,სამინისტროში  თბილისიდან ჩამოსულ კადრებთან  ერთად, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობაც გაჩნდება .როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ინდუსტიული ზონა კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს  ,  გორისკენ  გადმოინაცვლოს რაც  საწარმოებისა და ადგილობრივი ეკონომიკის  განვითარებას შეეწობს ხელს. მისივე თქმით ამის კარგი მაგალითია, ავტობანის ორივე  მხარეს  უკვე ამოქმედებული  საწარმოები ,რის შედეგადაც  1200ზე მეტი  სამუშაო ადგილი შეიქმნა.

,,გორი უნდა  იყოს აბსოლუტური მარგალიტი საქართველოს რუკაზე, ეს ნამდვილად გმირი ქალაქია’’ აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა , ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას, რომელმაც ყურადღება  ტურისტულ პოტენციალზეც გაამახვილა და იმედი გამოთქვა, რომ რამდენიმე თვეში  ახალი უბანი ისეთივე მიმზიდველი და საინტერესო გახდება ,როგორც ეს რეაბილიტირებული სიღნაღის ,ქუთაისის და ბათუმის ახალ- ახალი უბნების შემთხვევაში მოხდა.პრეზიდენტმა რეგიონში პროგრესის აუცილებლობაზე და ახალი ტურისტული ცენტრების შექმაზეც ისაუბრა. ქალაქში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია    პრეზიდენტს   რეგიონის გუბერნატორმა პირადად გააცნო.

დღესვე მიხეილ სააკაშვილი სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა დალოცა და დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის მადლობა გადაუხადა.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)