Google+

სიახლეები

19.10.2011
საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს  შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ურმას პაეტს შორის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა საქართველოს ევროპულ  და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებზე, რეგიონალურ საკითხებზე და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოს მიმართ ესტონეთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ასევე საქართველოში გატარებული წარმატებული რეფორმებიც განიხილეს. 

თავის მხრივ ურმას პაეტმა შეხვედრაზე  კიდევ  ერთხელ ღიად გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ესტონეთი საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისა და რეფორმების მუდამ აქტიური მხარდამჭერი იქნება. საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ესტონელ ხალხსა და ქვეყნის პირველ პირს იმ მხარდამჭერი განცხადებებისთვის, რომელიც ესტონეთის პრეზიდენტის მიერ არაერთი საერთაშორისო ტრიბუნიდან გაკეთდა.

"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო უპირველეს ყოვლისა თქვენს პრეზიდენტს, რომელმაც გაეროს ტრიბუნიდან თავის გამოსვლაში ღიად დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ესტონეთი ეს ის სახელმწიფოა, რომელიც საქართველოს თანამებრძოლი, მეგობარი და მუდმივი მხარდამჭერია საერთაშორისო ასპარეზზე'' - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ესტონეთი უკვე დაინტერესდა საქართველოში გატარებული წარმატებული რეფორმებით, რომლის გამოცდილების გაზიარების მიზნით ესტონეთის პენიტენციალური სისტემიდან სპეციალური დელეგაცია იმყოფებოდა საქართველოში.     

"ჩვენ გავატარეთ რეფორმები საქართველოში და ჩვენი ქვეყანა პირველ ადგილზეა ბიზნესის კეთების სიმარტივით, მაგრამ რა თქმა უნდა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი". - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრის დასასრულს

ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი საქართველოს ორ დღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)