Google+

სიახლეები

18.11.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ყვარელში ახალ მეზობლებს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა ყვარელში, საკუთარ კარ-მიდამოში მეზობლებს უმასპინძლა. მიხეილ სააკაშვილმა პირველი „ზავოდობა“ ახალ სახლში სტუმრებთან ერთად აღნიშნა და  მათთან ერთად ახლადგამოხდილი არაყიც დააჭაშნიკა. ყვარლელი მეგობრებისგან მასპინძელმა ყველაზე კოლორიტული საჩუქარი - კახური ქუდი მიიღო. მიხეილ სააკაშვილმა სტუმრებს სახლიც დაათვალიერებინა და ის საწნახელიც აჩვენა, სადაც მონაკოს პრინცთან ერთად, ღვინო  დაწურა.  

კახური სუფრისთვის პრეზიდენტმა პროდუქტები თელავის აგრარულ ბაზარში შეიძინა და მოვაჭრეებსაც გაესაუბრა. პრეზიდენტი წლევანდელი მოსავლის შედეგებითაც დაინტერესდა და მათ კახეთის განვითარების გეგმებზეც ესაუბრა.

„იანვრიდან თელავში ძალიან დიდი სამუშაოები დაიწყება. იმაზე სამჯერ დიდი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი, ვიდრე სიღნღის რეაბილიტაციას დასჭირდა. ამას წინათ, დეტალებს გავეცანი და პირადად შემოვიარე ყველა ის ადგილი, რომელიც საფუძვლიანად უნდა გავაკეთოთ. როდესაც წყალსადენისა და სხვა საკომუნიკაციო სისტემები გაკეთდება და ცენტრი მოეწყობა, უფრო მეტი ტურისტები შემოვლენ, რაც, შესაბამისად, შემოსავლის ზრდას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა მათთან საუბრისას. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)