Google+

სიახლეები

23.11.2011
მიხეილ სააკაშვილმა რიყის პარკში რონალდ რეიგანის ქანდაკება გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა  დღეს   რიყის პარკში რონალდ რეიგანის ქანდაკება გახსნა. სიტყვით მიმართვისას, მიხეილ სააკაშვილმა იმ ღირებულებებსა და საერთო ფასეულობებზე ისაუბრა, რაც თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეას აერთიანებს. რონალდ რეიგანის დამსახურებისა და მისი მოღვაწეობის შეფასებისას,  ქვეყნის პირველმა პირმა, ყურადღება ცივი ომის ეპოქაზე შეაჩერა. როგორც მან  აღნიშნა, რონალდ რეიგანმა 20 წლის  წინათ საბჭოთა იმპერია დაანგრია და ასობით მილიონი ადამიანი გაათავისუფლა.

„თითოეული ჩვენგანისთვის საქართველოს იდეა, იდეოლოგია, მამოძრავებელი ძალა და მოტივაცია არის თავისუფლება და თუკი ოდესმე ვინმე იცავდა თავისუფლებას, უპირველეს ყოვლისა, ეს რონალდ რეიგანი იყო... საქართველოს თავისუფლება, ასევე, მისი მიღწევაა. ჩვენი ქვეყანაც იგივე იდეების მატარებელია და იგივე იდეოლოგიის მომხრე, რომელსაც რონალდ რეიგანი მთელი სიცოცხლის განმავლობაში უფრთხილდებოდა და საკუთარი მოღვაწეობით ანმტკიცებდა. სწორედ ამიტომ იმსახურებს იგი ადგილს საქართველოს გულში, თბილისის ცენტრში“, - განაცახდა მიხეილ სააკაშვილმა.

ძეგლის გახსნის ცერემონიალზე, ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციაც ესწრებოდა, რომელიც დევიდ დრაიერის ხელმძღვანელობით ვაშიგტონიდან ვარდების რევოლუციის 8 წლისთავთან დაკავშირებით საგანგებოდ ჩამოვიდა. საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, სტუმრებს  რესპუბლიკელმა  კონგრესმენმაც  მიმართა. მან "ვარდების რევოლუციის" მნიშვნელობაზე, განხორციელებული რეფორმების შედეგებსა და ბოლო დროს მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.

ამერიკელ კანონმდებლებთან ერთად, ცერემონიალში  რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორიც მონაწილეობდა. ჯონ ფოიბუხმა საქართველოში ამერიკის მეორმოცე პრეზიდენტის მეუღლის, ნენსი რეიგანის  წერილი ჩამოიტანა და რიყეზე შეკრებილ საზოგადოებას გააცნო.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)