Google+

სიახლეები

08.08.2013
საქართველოს პრეზიდენტმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს ბათუმში უმასპინძლა

 

საქართველოს პრეზიდენტმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს დღეს ბათუმში უმასპინძლა. მიხეილ სააკაშვილმა მათთან ერთად იმგზავრა და თვითმფრინავში პატარებს  საჩუქრად ნოუთბუქები გადასცა. ქვეყნის პირველმა პირმა გიორგი ანწუხელიძის, ზურაბ ტურაშვილისა და უშანგი სოფრომაძის ოჯახის წევრებს განახლებული ქალაქი დაათვალიერებინა, მათთან ერთად პიაცაზეც გაისეირნა და პატარებს ბათუმის „მაკდონალდშიც“ გაუმასპინძლდა.

„ბათუმში დღეს გიორგი ანწუხელიძის, ზურაბ ტურაშვილისა და უშანგი სოფრომაძის შვილები, მეუღლეები, დები და დისშვილები წამოვიყვანეთ და ქალაქი დავათვალიერებინეთ. ბათუმი თითქმის მთლიანად აშენდა 2008 წლის ომის შემდეგ. 2008 წელს ქართული სახელმწიფო რომ არ გადარჩენილიყო, ბათუმიც, ქუთაისიც, თელავიც და საქართველოს სხვა ქალაქებიც ისეთივე გაუბედურებული იქნებოდა, როგორიც რუსეთისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების ქალაქების უმეტესობაა. ამათი მშობლების, ბიძების, ოჯახის სხვა წევრების გმირობისა და თავგანწირვის შედეგად შევძელით ყოველივე ამის შექმნა. მინდა მათ გასაგონად ვთქვა, ვისაც ჰგონია, რომ ამ გმირების თავგანწირვა სულელური იყო: საქართველო გადარჩა და მის არაოკუპირებულ ნაწილში ეს სასწაულები შევქმენით, რათა მომავალში ოკუპირებული ნაწილებიც დავიბრუნოთ. ამ გმირების ოჯახებთან ურთიერთობა მაქვს, მაგრამ მათი ნაწილი ახლა გავიცანი. მათ ძალიან კარგი ბავშვები ჰყავთ. შემთხვევითი ამქვეყნად არაფერია. მათი მამები გმირები იყვნენ“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მოგვიანებით, ქვეყნის პირველი პირის ინიციატივით, აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები  ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციაში გაემგზავრნენ, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში შეძლებენ დასვენებას.

 

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)