Google+

სიახლეები

13.02.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ახალციხის რაიონში სამთო-სათხილამურო სკოლა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა ახალციხის რაიონში არაგოვას სამთო-სათხილამურო სკოლა გახსნა. მიხეილ სააკაშვილი მოთხილამურეებს შეხვდა და მათ საჩუქრები გადასცა. სპორტული სკოლის მოსწავლეებმა ქვეყნის პირველი პირისგან სათხილამურო  აღჭურვილობის რამდენიმე ათეული სრული კომპლექტი მიიღეს. არაგოვას სამთო-სათხილამურო სკოლის მშენებლობა პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და უმოკლეს ვადაში დასრულდა. აქ უკვე 160 ბავშვმა გამოთქვა სწავლისა და ვარჯიშის სურვილი. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ახალციხისა და ნინოწმინდის რაიონული ცენტრების გარდა, სკოლა გარშემო მდებარე ათამდე სოფელს მოემსახურება.  

„აქაურობისთვის მთავარი გზის გაკეთება იყო. გზის გარეშე არაფერზე არ შეიძლებოდა ლაპარაკი. ადრე აქამდე ჩამოსვლას, დაახლოებით, 6 საათი სჭირდებოდა. ახლა, ახალი გზის პირობებში, თუკი ის კარგად გაიწმინდება, აქ ჩამოსვლა წელიწადის ნებისმიერ დროს, მაქსიმუმ, ორი საათშია შესაძლებელი. მეორე ეტაპი იყო აქ ამ სკოლის გაკეთება, რათა ადგილობრივი კადრები სათანადოდ მოვამზადოთ. ეს ბავშვები ტურისტულ გიდებად და  მწვრთნელებად გაიზრდებიან. წელს უკვე ქარის მაჩვენებლებს ვაყენებთ და დიდი სათხილამურო კურორტის მშნებელობას ვიწყებთ. აქედან სამ კილომეტრში საუკეთესო მთა არის. ეს წარმოუდგენლად ლამაზი ადგილია. ქედის იქით არის ბაკურიანი, აქეთ კი - ულამაზესი ველი და თბილისთანაც ახლოსაა. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ უამრავი ადამიანი დავასაქმოთ. ბევრი უკვე დასაქმდა, მაგრამ ახლაც, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას, როგორც კი ახალ ინიციტივებსა და გეგმებზე დავიწყეთ საუბარი, მსურველებიც გამოჩნდნენ.  რამდენიმე მათგანმა  სასტუმროების,  კაფეების მოწყობის სურვილი გამოთქვა... ეს იმას ნიშნავას, რომ გარშემო ხალხი დასაქმდება და მთელი პროდუქცია გაეყიდება... როდესაც რეგიონის განვითარებას მოყვება ყველაფერი დანარჩენი. მართლაც, ღვთისგან მივიწყებული ჯავახეთის ეს ულამაზესი კუთხე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე  მნიშვნელოვანი მარგალიტი გახდება და მას სხვებიც გაიცნობენ. ყოველივე ამასთან ერთად, საქართველოს ყველა კუთხიდან აქ ჩამოვიდნენ ქართულის მასწავლებლები - ახალგაზრდა გოგო-ბიჭები, რომლებიც აქაურებს სახელმწიფო ენას ასწავლიან. სხვა თუ არაფერი ქართული ენის სწავლება რად ღირს? ესეც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ტურიზმი განვითარდეს. უკვე თბილისელები, რომ დაიწყებენ შაბათ-კვირას აქ სიარულს და სრიალს. როდესაც თბილისელები ჩამოვლენ სასრიალოდ, ადგილობრივებს ქართულიც გამოადგებათ. რეალურად, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ძალიან დიდი ინტეგრაციას და, ასევე, მნიშვნელოვანი პოლიტიკური პრობლემების წინ წაწევას“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

250 მეტრიანი კეთილმოწყობილი სასწავლო ტრასა, საჩოჩიალო საბაგირო გზით, სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, რაც სპორტსმენებს ნებისმიერი საერთაშორისო დონის შეჯიბრისთვის მომზადების საშუალებას მისცემს. ადგილზე მოწყობილია შალეს ტიპის  ბაზა, რომელშიც მოთხილამურეებს სპორტული შეკრებების დროს ღამის გათენება შეეძლებათ.

მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათ იმ გეგმების შესახებ ესაუბრა, რომელთა განხორციელებას ხელისუფლება ახალციხის რაიონში აპირებს. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობაც გადაუხადა იმ ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებმაც ტრასის მშენებლობის პროცესში, მთელი პერიოდის განმავლობაში სრულიად უსასყიდლოდ, საკუთარი ტექნიკით იმუშავეს. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავს ენთუზიასტებისა და თავიანთი კუთხეების პატრიოტების დამსახურებაა ბევრი რამ, რაც ქვეყანაში კეთდება.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)