Google+

სიახლეები

09.09.2013
ანდრო ბარნოვი: „საქართველოს პრეზიდენტი კრძალავს სამხედრო ძალების დასუსტებას და იმ ტექნიკის გასხვისებას, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს“

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა ბრიფინგი გამართა და მასმედიის წარმომადგენლებს ქვეყნის პირველი პირის გადაწყვეტილების თაობაზე ესაუბრა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში არსებული ფრანგული წარმოშობის ვერტმფრენების გასხვისების აკრძალვას შეეხება. მიხეილ სააკაშვილმა შეასბამის ბრძანებას დღეს მოაწერა ხელი. ანდრო ბარნოვმა აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე განმარტება გააკეთა.

„საქართველომთაგორიანი ქვეყანაა და ამ ტიპის ტექნიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მარტო სამხედრო, არამედ სამაშველო ოპერაციების საწარმოებლად. სამწუხაროდ, პრემიერის საკუთრებაში არსებული ერთი ვერტმფრენის გარდა, საქართველოში არსებული მსგავსი ტიპის თითქმის ყველა რუსული ვერტმფრენის რესურსი, პრაქტიკულად, ამოწურულია, რაც დასახელებული ფრანგული ვერტმფრენების მნიშვნელობას ერთი ორად ზრდის. პრეზიდენტ სარკოზის ძალისხმევით, საქართველოს გადმოეცა ოთხი ერთეული სამხედრო ვერტმფრენი, რომელთაგან, პროცედურების სირთულის გამო, დღემდე მხოლოდ 2-ის ჩამოტანა მოხერხდა. იმის ნაცვლად, რომ დანარჩენი ორი ვერტმფრენის გადმოცემის პროცედურა გაგრძელებულიყო, მთავრობამ მიზნად დაისახა უკვე ჩამოტანილის გასხვისება, რამდენადაც ვიცით, გარკვეულ კერძო პირებზე. ეს ყოვლად დაუშვებლად მიგვაჩნია. დღეს საქართველო და თავდაცვის სამინისტრო ავია შოუთი იწონებს თავს, თუმცა უნდა ისიც აღვნიშნოთ, რომ ამ ტექნიკის აბსოლუტურად ყველა ერთეული გამოშვებულია იმ ქარხნის მიერ, რომელიც ახალმა მთავრობამ, პრაქტიკულად, გააჩერა, ხოლო მისი მმართველი აიძულეს, ქვეყანა დაეტოვებინა, გამოაცხადეს საერთაშორისო ძებნა, თუმცა ევროკავშირის ერთ-ერთმა ქვეყანამ სასწრაფოდ მისცა მას პოლიტიკური თავშესაფარი.

დღეს კი, იმას გარდა, რომ ახალმა მთავრობამ ტექნიკის წარმოება გააჩერა, საფრთხის წინაშეც აღმოვჩნდით - არსებული ვერტმფრენების გარეშე დავრჩეთ. ჩვენ ეს დაუშვებლად მიგვაჩნია. ამიტომ საქართველოს პრეზიდენტი კრძალავს სამხედრო ძალების ამგვარ დასუსტებას და იმ ორი ერთეული საუკეთესო ტექნიკის გასხვისებას, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს“, - განაცხადა ანდრო ბარნოვმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)