სიახლეები
01.05.2012
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ჟურნალისტთა აკრედიტაციას იწყებს
გაცნობებთ, რომ 1 მაისიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური იწყებს მასმედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციას 2012 წლისთვის. ანკეტის შევსება შესაძლებელია პრეზიდენტის ვებგვერდზე http://president.gov.ge/PressOffice/Accreditation. აუცილებელია შეავსოთ მითითებული ველები და ატვირთოთ ფოტოსურათი.
განაცხადი (თანდართული სიით) მედიასაშუალების ბლანკზე, ხელმძღვანელის ხელმოწერით გამოგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: media@president.gov.ge.
მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და მიმართონ ადმინისტრაციის პრესსამსახურს 1 მაისიდან 7 მაისის ჩათვლით.
აკრედიტაციის ბარათების დამზადებისთვის დაუკავშირდით ვაჟა გელაშვილს - ტელ.: 599 723889.