Google+

სიახლეები

13.04.2012
საქართველოს პრეზიდენტი ქართველი ჯარისკაცის ალექსანდრე ტუღუშის მშობლებს შეხვდა 

ოზურგეთში სტუმრობის დროს, პრეზიდენტი იმ ქართველი სამხედროს მშობლებს შეხვდა, რომელიც ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაიჭრა. ალექსანდრე ტუღუშის მშობლებმა საკუთარი და მათი შვილის სახელით, პრეზიდენტს მადლობა გადაუხადეს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მან ამ პერიოდის განმავლობაში გამოავლინა. თავის მხრივ, მადლობა მათ მიხეილ სააკაშვილმაც გადაუხადა და მათი შვილის დამსახურებებზე ესაუბრა. 

„ალექსანდრე, მართლაც, ღირსეული ქართველი ვაჟკაცია, რომლითაც უნდა იამაყოთ. პირადად  ვესაუბრე ამერიკელ გენერლებს და ეს მათაც აღნიშნეს: რამდენი ჯარისკაცი, მათ შორის დაჭრილი სამხედროები გვინახავს, მაგრამ მისი მსგავსი - არც ერთიო. ალექსანდრეს სახელი იცოდა ამერიკის პრეზიდენტმა, გენერალური შტაბის უფროსმა, ცენტრალური სადაზერვო სააგენტოს დირექტორმა, ევროპული სარდლობის ხელმძღვანელმა - ყველამ სათითაოდ. დიდი მადლობა ასეთი შვილის გაზრდისთვის. როდესაც საავადმყოფოში მოვინახულე, მან მითხრა: „როგორც კი რეაბილიტაციას გავივლი, შეირაღებულ ძალებში დავბრუნდები“.  ვფიქრობ, ამაზე უკეთესს ვერაფერს ვერ გააკეთებს. მან საოცარი ვაჟკაცობა გამოიჩინა, ასეთი სულისა და გამძლეობის მქონე ადამიანი არ გვინახავს. სხვათა შორის, როდესაც ავღანეთში ჩვენი ბიჭები ვნახე, მითხრეს, რომ მუდმივად უკავშირდება მათ სკაიპით, ყველა დეტალით ინტერესდება და ამხნევებს. საქართველო გმირების ქვეყანაა და თქვენი შვილი, მართლაც, გმირია“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა ალექსანდრე ტუღუშის მშობლებთან საუბრისას. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)