Google+

სიახლეები

06.04.2012
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა საგანგებო ბრიფინგი გამართა

საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნის მოთხოვნით, საერთაშორისო ინსტიტუტებს მოსაწვევი  გაუგზავნა. ოფიციალური ფორმალური მოსაწვევი დაეგზავნა - ეუთოს ადამიანის უფლებების და დამოკრატიული ინსტიტუტების ბიუროს (ODIHR), ეუთოს  საპარლამენტო ასამბლეას (OSCE PA), ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეას (NATO PA), ევროპარლამენტს და ევროკავშირის ინსტიტუტებს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ პრეზიდენტის სასახლეში დღეს ოფიციალური კომენტარი გააკეთა.

„პრეზიდენტის დავალებით, დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური წერილები გააგზავნა,  ეუთოსა და ევროკავშირში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მოწვევის   მიზნით. იმის მიუხედავად, რომ უშუალოდ საარჩვენო  კამპანიის დაწყებამდე  არის გარკვეული დრო, საქართველოს მთავრობას სურს ახლავე მოიწვიოს საერთაშორისო დამკვირვებლები საარჩევნო  პროცესებზე  გრძელვადიანი დაკვირვების მიზნით. ჩვენი მიზანია  საპარლამენტო  არჩევნები  ჩატარდეს  მაქსიმალურად  გამჭვირვალედ, დემოკრატიულ,  თავისუფალ და  სამართლიან გარემოში. დარწმუნებულები ვართ,  რომ 2012  წლის ოქტომბერში  საქართველოში გაიმართა არჩევნები, რომელიც  სრულად უპასუხებს საერთაოშორისოდ აღიარებულ  სტანდარტებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე, თხოვნით მიმართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს კეტრინ ეშტონს, რომ ევროკავშირმა დააფინანსოს მედია მონიტორინგის პროექტი, მსგავსად 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს განხორციელებული წარმატებული მედია-მონიტორინგის პროექტისა. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)