Google+

სიახლეები

03.06.2012
მიხეილ სააკაშვილმა უცხოელ სტუდენტებს სიტყვით მიმართა

ჩვენ ახლა ძალიან ბევრს ვაკეთებთ ტექნოლოგიების გასავითარებლად, ჩვენი ამოცანაა რომ მასობრივად დავნერგოთ ქვეყანაში  ტექნოლოგიები. მინდა აღვნიშნო, რომ  ახლა საქართველოს   ეკონომიკური ზრდის კარგი მაჩვენებელი აქვს, ეს პროგრესი  სწორედ, მშენებლობის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის დარგში არსებული ზრდის   ხარჯზე მივაღწიეთ. მაგრამ , ჩვენ ვნახეთ, თუ რა მოხდა იმ, წარმატებულ ევროპულ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფოები იზრდებოდა მხოლოდ ერთი დარგის  ხარჯზე.

იქ რაღაც ეტაპის შემდეგ , ეკონომიკა  გადახურდა  და  კრიზისი დაიწყო .ამ ეტაპს კი იმ ქვეყნებმა გაუძლო , სადაც მაღალი ტექნოლოგიები იყო   განვითრებული, ისეთმა როგორიცაა  სკანდინავიის ქვეყნები - ესტონეთი, გერმანია, ავსტრია, სადაც არის საწარმოო ტექნოლოგიური სამრეწველო ბაზა.

აქედან გამომდინარე, ჩემი ქვეყნისთვისაც ტექნოლოგიური მრეწველობის განვითარება  არის მთავარი რამ. ჩვენ ხუთი წლის ბავშვებს ვაძლევთ კომპიუტერებს. ახლა მთლიანად ვცვლით გამოცდების სისტემას , სკოლასა და უნივერსიტეტში, ეს არის ძალიან დიდი რეფორმა, რომელსაც ახლა ვამზადებთ. რომლის თანახმადაც    ტექნიკური საგნები სკოლაში  ძალიან მნიშვნელოვანი გახდება .

ბოლო წლებში ამ მიმართულებით რამდენიმე ნაბიჯი უკვე  გადავდგით. ჩვენ ვქმნით რამდენიმე ათეულ ტექნიკურ სკოლას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვახალისებთ ახალგაზრდებს, რომ ჩააბარონ ტექნოლოგიურ და საინჟინრო  დარგებზე, რომლებიც ქმნის ინოვაციას, რამაც შეიძლება მსოფლიოსთვის და საკუთარი ქვეყნისთვის სიახლეები შექმნას.

 ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ პროგრესი გვაქვს, არის ის, რომ ბოლო ოთხ წელიწადში ნულიდან ავაწყეთ საკმაოდ წინ პროგრესული სამხედრო წარმოება და არა მხოლოდ, ჩვენ დავიწყეთ ბიზნეს თვითმფრინავებისა და ბიზნეს ჯეტების გამოშვება, არამედ ვაწარმოებთ სამოქალაქო თვითმფრინავებსაც, ამ სამხედრო წარმოების ფონზე.

ახლა ვაშენებთ და სექტემბერში უკვე გვექნება ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, შავიზღვისპირეთში. ეს არის დაახლოებით 200 მეტრი სიმაღლის შენობა. საქართველოსა და კავკასიაში ყველაზე მაღალი შენობა სწორედ ეს უნივერსიტეტი იქნება.

ძირითად კორპუსში ჩამოსული პროფესორებისთვის სასტუმრო და ადმინისტრაცია განთავსდება, ქვემოთ კი აუდიტორიები, ლაბორატორიები და კემპუსი იქნება. შენობას ზემოთ თავისი პატარა ატრაქციონიც აქვს, რათა ამ ყველაფერს განსაკუთრებული ელფერი შესძინოს. ამ უნივერსიტეტში ჩვენ ძალიან ბევრ ფულს ჩავდებთ იმისათვის, რომ ტექნოლოგიები განვითარდეს.

მე ვვარაუდობ, რომ საბოლოოდ რამოდენიმე ასეული მილიონი ლარი ჩაიდება ამერიკის მთავრობასთან ერთად, იმისათვის, რომ ბათუმის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა შეძლოს რამდენიმე წელიწადში მსოფლიოს ყველაზე მაღალი კლასის სპეციალისტების მომზადება.

ახლა ჩვენ მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე ვართ კალიფორნიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიურ ფაკულტეტთან, ასევე რამდენიმე სხვა უნივერსიტეტთთან, რათა გავაკეთოთ კონსორციუმი ამერიკული უნივერსიტეტების, რომლებიც მუდმივად ჩამოიყვანენ აქ პროფესორებს. ასევე უნდა ჩამოვიყვანოთ ჩვენი საუკეთესო პროფესორები უცხოეთიდან და შევძლოთ ამ მიმართულებით სიტუაციის სერიოზულად განვითარება.

მე  ყველა ახალგაზრდას ვეუბნები, რომ მომავალი ეკუთვნის ტექნოლოგიებს, მე თვითონ იურისტი ვარ, ვამაყობ ჩემი პროფესიით, მაგრამ მიმაჩნია, რომ დღეს იურისტობა, უბრალოდ საერთაშორისო სამართლის სპეციალობა, ზოგადი მენეჯერობა მნიშვნელოვანია,მაგრამ არა იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ტექნოლოგიების შესწავლა. მე ამას ვეუბნები თითოეულ ახალგაზრდას, ვეუბნები ჩემს შვილს, თუმცა მას თქმაც არ უნდა, თვითონ სწავლობს. არ უნდოდა რომ ეს მეთქვა, მაგრამ SAT-ის გამოცდაში 2300 ქულა მიიღო, რაც მსოფლიოში მხოლოდ 0,3 პროცენტს აქვს. მგონი ჩემზე უფრო ჭკვიანია, მაგრამ სხვა რაღაცეებში ჩამომრჩება.

მეცნიერების მიმართულებაზე ძალიან ბევრი ქართველი ახალგაზრდა გადაერთო. ამას წინათ რამდენიმე უნივერსიტეტში ვიყავი და გაოგნებული დავრჩი, იმით თუ რამდენად გადაერთვნენ ადამიანები იმაზე, რომ რეალურად შექმნან რაღაც ახალი.

ეს უნივერსიტეტი პირადად ჩემთვის იქნება ერთ-ერთი მთავარი შედეგი, მათ შორის რასაც ჩვენი მთავრობა აშენებს და გადასცემს შემდეგ თაობებს. ეს იქნება ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და საერთოდ ტექნოლოგიების საწარმო. ინდუსტრიული ტექნოლოგიური ბაზის შექმნა ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ასევე გახდეს ტექნოლოგიური ცენტრი.

მე ძალიან მინდა, რომ მქონდეს ურთიერთობა თქვენს, რომელიმე უნივერსიტეტთან. მინდა, რომ ჩამოდიოდეთ ჩვენთან სტაჟირებაზე და სტუდენტურ გაცვლით პროგრამებზე. აქ ჩამოდიოდნენ პროფესორები, ჩვენ მივდიოდეთ იქით და შემდეგ ერთად ვქმნიდეთ საერთო პროდუქტებს. მინდა ერთად შევქნმათ ტექნიკური პარკები, ლაბორატორიები, ერთად ვიმუშაოთ ძალიან ბევრ საკითხზე, რომლებიც საბოლოოდ შეიძლება გამოადგეს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, არამედ მთელს კაცობრიობას.

დარწმუნებული ვარ ქართველები ასეთ რამეს აუცილებლად შექმნიან. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი შექმნილია პირველი ქართულ-ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავი.ამ მიმართულებით, გვყავდა ძალიან   დიდი ინჟინერი ქართველიშვილი...  

სხვადასხვა ქვეყნებში ქართველების შექმნილია ძალიან ბევრი ახალი ტექნოლოგია, ინოვაცია. ჩვენ ახლა გვინდა, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა ახალი ტექნოლოგიები ჩვენს ქვეყანაში შექმნან. ვიცი, რომ ძალიან ბევრი მათგანი სწავლობს ამერიკულ უნივერსიტეტებში. ისიც ვიცი, რომ ზოგიერთი მათგანი, წარმოდგენილია თქვენს უნივერსიტეტში.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)