Google+

სიახლეები

08.09.2012
მიხეილ სააკაშვილი ახლადადგმულ სპექტაკლს „ვერის უბნის მელოდიები“ ოზურგეთის თეატრში დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰექტორ ტიმერმანთან ერთად, ოზურგეთში მუსიკალურ სპექტაკლს „ვერის უბნის მელოდიები“ დაესწრო.

„ძლიან კარგი სპექტაკლი იყო, საუკეთესო ფრანგი რეჟისორის დადგმული ქართული სპექტაკლი, ქართული კლასიკა, წარმოუდგენლად კარგი მაყურებელი. დღეს მახლდა უზარმაზარი ქვეყნის, არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი და ყოველივე ეს ხდება გურიის ცენტრში. აქ მართლაც არაჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს. ჩვენ ვიმყოფებოდით ოზურგეთის ძველ თეატრში, რომელსაც ახლა ვაღდგენთ. ნახეთ, როგორია იუსტიციის სახლის  შენობა.   გარშემო ყველაფერი კეთდება და, თავისთავად, ძალიან მაგარი გრძნობაა. საქართველოში ყველფერმა წინ უნდა წამოიწიოს. კულტურის სფეროში ასეთ რამეზე, პირადად მე, ოცნებაც არ შემეძლო რამდენიმე წლის წინათ, მაგრამ ეს უნდა გადაედოს ყველაფერს - ცხოვრების დონეს, ხარისხს, ხელმისაწვდომობას... ადრე ყველაფერი ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ერთი მუჭა ერთი და იგივე ხალხისთვის და ეს პრივილეგია თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ახლა ეს შეიცვალა და მთელ საქართველოს უნდა მოედოს. მთელი ქვეყანა უნდა განვითარდეს, ყველა ქართულმა ოჯახმა, ყველა ქართულმა ქალაქმა, ყველა ქართულმა სოფელმა, ყველა ქართულმა რაიონმა უნდა იგრძნოს განვითარება და ისარგებლოს ამ განვითარებით. ეს შეეხება არა მარტო სპექტაკლებს, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებას. აი, ეს არის მთავარი“, - განაცხადა სპექტაკლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა.

„ვერის უბნის მელოდიები“ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. რეაბილიტაციის ფარგლებში, დასრულებულია თეატრის მოედნის აღდგენა, უახლოეს მომავალში კი, სარეაბილიტაციო სამუშაოები თეატრშიც განხორციელდება.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)