Google+

სიახლეები

05.09.2012
მიხეილ სააკაშვილმა სოფელ ახალსოფელში რთველში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტი ახალსოფელში ადგილობრივი მკვიდრის თენგიზ გაგნიძის ვენახში იმყოფებოდა და პირადად მიიღო რთველში მონაწილეობა. მიხეილ სააკაშვილმა მასპინძელთან რთველის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ძალზე მნიშვნელოვანია კახური ყურძნის ხარისხის შენარჩუნება, რათა ქართული ღვინო მსოფლიო ღვინის ბაზარზე ხარისხის ნიშნით დამკვიდრდეს.

"რთველი დიდი ზეიმია. ბევრი რამ მოდის საქართველოში, მათ შორის, კახეთშიც, მაგრამ რთველი არის ყველაზე მთავარი ქართული ზეიმი. ეს  ბევრად მეტია, ვიდრე სოფლის მეურნეობის მოსავლის აღება; ეს ჩვენი დღესასწაულია, ჩვენი იდენტურობის, კაცობის, მეობისა და ქართველობის გამოხატულება... მსოფლიოს უნდა გავაცნოთ კახური ყურძენი და ღვინო. მესმის, რომ ხალხი ჩქარობს რთველის ჩატარებას, რათა ქარის ან წვიმის გამო  მოსავალი ისევ არ გაუფუჭდეს. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ ყურძენს დამწიფება აცადოს და უკეთესი ხარისხის ყურძნით უკეთესი ხარისხისა და ფასის ღვინო გავიტანოთ ექსპორტზე", - განაცხადა რთველში მიხეილ სააკაშვილმა.

ქვეყნის პირველმა პირმა საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ რუსული ემბარგოსა და სტიქიური უბედურებების მიუხედავად, ქართული სახელმწიფო გლეხს მხარში უდგას და მაქსიმალურად ეხმარება სირთულეების დაძლევაში.

მიხეილ სააკაშვილთან ერთად, რთველში ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მარიკა ვერულაშვილმა და პრეზიდენტის პირადმა რწმუნებულმა ლევან ბეჟაშვილმა მიიღეს მონაწილეობა.

თენგიზ გაგნიძეს, ერთ ჰექტარზე აქვს გაშენებული ვენახი, რომელზეც, ძირითადად, საფერავის ჯიშის ყურძენი მოდის. იგი წელს 6 ტონამდე მოსავალს  ელოდება. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)