Google+

სიახლეები

06.08.2012
საქართველოს პრეზიდენტი შიდა ქართლს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი შიდა ქართლის რეგიონს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილი რეგიონის სამი სოფლის - ძევერას, ქიწნისისა და კარალეთის მოსახლეობას შეხვდა. კარალეთში ქვეყნის პირველმა პირმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომელთა წინაშეც საქართველო დგას. მისი თქმით, მიუხედავად უამრავი საფრთხისა, ვერავინ შეძლო საქართველოს მიერ არჩეული კურსისა და ხელისუფლების პოლიტიკური არჩევანის შეცვლა, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ, საბოლოოდ, საქართველო აუცილებლად მოიპოვებს  გამარჯვებას. მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ქვეყანა აუცილებლად დაიბრუნებს თავის ტერიტორიებს.  

„საკუთარი თვალით ვნახე, მთელმა საქართველომ ნახა, თუ როგორი ღირსების მატარებელია აქაური ხალხი. ჩვენმა მტერმა თქვენ, პრაქტიკულად, ყველაფერი წაგართვათ სიცოცხლის გარდა, თქვენი ზოგიერთი ახლობელი კი სიცოცხლესაც გამოასალმა. ამ ხეობებში ბევრი მივლია და ჩემთვის ყველაზე დიდი და მოუშუშებელი ტკივილია ის, რაც მათ ფეხქვეშ გათელეს. ჩვენ ყველაფერს აუცილებლად დავიბრუნებთ! ამაში მტკიცედ ვარ დარწმუნებული. ისტორიულად,  ქართლის შუაგულში ვერც ერთმა დამპყრობელმა ვერ მოიკიდა ფეხი და ვერც ესენი  მოიკიდებენ. ჩვენ აუცილებლად გავათავისუფლებთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ქართლს, ჩვენს ხეობებს, სოფლებს და დავიბრუნებთ საკუთარ სახლებს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)