Google+

სიახლეები

03.06.2012
საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის წამყვანი ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტებს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილი დღეს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ალფრედ სლოუნის სახელობის მენეჯმენტის სკოლის მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს შეხვდა. სტუდენტთა ჯგუფი საქართველოში სპეციალური ტურით იმყოფება, რომლის ფარგლებში ქვეყანაში ბოლო დროს განხორციელებულ რეფორმებს ეცნობიან. ამ პროგრამით მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სტუდენტებს სხვადასხვა ქვეყნებში აგზავნის, ისინი საქართველოში სინგაპურიდან ჩამოვიდნენ. პრეზიდენტმა შეხვედრისას ყურადღება საქართველოში წარმატებით გატარებულ რეფორმებზე, ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასა და განათლების სფეროში მომხდარ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება. მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებს ბათუმში მშენებარე ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი გააცნო და მის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
,,ბოლო წლებში ამ მიმართულებით რამდენიმე ნაბიჯი უკვე  გადავდგით. ჩვენ ვქმნით რამდენიმე ათეულ ტექნიკურ სკოლას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვახალისებთ ახალგაზრდებს, რომ ჩააბარონ ტექნოლოგიურ და საინჟინრო  დარგებზე, რომლებიც ქმნის ინოვაციას, რამაც შეიძლება მსოფლიოსთვის და საკუთარი ქვეყნისთვის სიახლეები შექმნას. ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ პროგრესი გვაქვს, არის ის, რომ ბოლო ოთხ წელიწადში ნულიდან ავაწყეთ საკმაოდ წინ პროგრესული სამხედრო წარმოება და არა მხოლოდ, ჩვენ დავიწყეთ ბიზნეს თვითმფრინავებისა და ბიზნეს ჯეტების გამოშვება, არამედ ვაწარმოებთ სამოქალაქო თვითმფრინავებსაც, ამ სამხედრო წარმოების ფონზე. ახლა ვაშენებთ და სექტემბერში უკვე გვექნება ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, შავიზღვისპირეთში.’’- აღნიშნა თავის მიმართვაში პრეზიდენტმა ,რომელმაც განათლების სისტენაში ერთრთ პრიორიტეტად სწორედ ტექნოლოგიური დარგების განვითარება დაასახელა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე , წამყვანი ქვეყნების ტექნოლოგიური უნივერსიტეტების გამოცდილების გაზიარება და გაცვლითი პროგრამების ამოქმედება.
,,მე ძალიან მინდა, რომ მქონდეს ურთიერთობა თქვენს, რომელიმე უნივერსიტეტთან. მინდა, რომ ჩამოდიოდეთ ჩვენთან სტაჟირებაზე და სტუდენტურ გაცვლით პროგრამებზე. აქ მოვიწვიოთ პროფესორები, ჩვენ მივდიოდეთ იქით და შემდეგ ერთად ვქმნიდეთ საერთო პროდუქტებს. მინდა ერთად შევქნმათ ტექნიკური პარკები, ლაბორატორიები, ერთად ვიმუშაოთ ძალიან ბევრ საკითხზე, რომლებიც საბოლოოდ შეიძლება გამოადგეს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, არამედ მთელს კაცობრიობას. დარწმუნებული ვარ ქართველები ასეთ რამეს აუცილებლად შექმნიან. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი შექმნილია პირველი ქართულ-ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავი.ამ მიმართულებით, გვყავდა ძალიან   დიდი ინჟინერი ქართველიშვილი... სხვადასხვა ქვეყნებში ქართველების შექმნილია ძალიან ბევრი ახალი ტექნოლოგია, ინოვაცია. ჩვენ ახლა გვინდა, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა ახალი ტექნოლოგიები ჩვენს ქვეყანაში შექმნან - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)