Google+

სიახლეები

02.06.2012
მიხეილ სააკაშვილმა რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში დღეს რძის გადამამუშავებელი ახალი ქარხანა დაათვალიერა, რომელიც ქართულ-ავსტრიული ინვესტიციით აშენდა და უახლესი მანქანა-დანადგარებით არის აღჭურვილი. მიხეილ სააკაშვილმა საწარმოო პროცესსა და პროდუქტის დამზადების ტექნოლოგიასაც გაეცნო.  ქვეყნის პირველი პირი საწარმოს პერსონალსაც გაესაუბრა და მათი პირობებით დაინტერესდა.  

„700-მდე ადამიანს კონკრეტული სამუშაო ადგილი გაუჩნდა. ჩვენ ყველი აუცილებლად უნდა გაგვქონდეს ექსპორტზე. თუ ყველის ექსპორტს საფრანგეთი და ჰოლანდია აწარმოებს, ჩვენ რატო არ უნდა გავიტანოთ? ლილოს გარშემო მხოლოდ ტერმინალები იყო, წარმოება კი, არც ძველ დროში გვქონდა და ახლა - მით უმეტეს. ძველად აქ სასოფლო-სამეურნეო ბაზა იყო, რომელიც შემდგომ დაინგრა. ამ ქარხნის გახსნამ ხალხს დასაქმების იმედი ჩაუსახა. ყველაზე მიტოვებული ყოველთვის თბილისს გარეუბნები იყო, ამიტომ, ასეთი საწარმოების გაკეთება, უპირველესად, გარეუბნებშია საჭირო. 30 ასეთი ქარხანა რომ გაიხსნას გარეუბნებში, დასაქმების მხრივ, მთლიანად შეიცვლება ვითარება. ახლა გვაქვს შანსი, რომ მსგავსი სამუშაო ადგილები შევქმნათ. თუ ადამიანს  600-800 ლარი ექნება ხელფასი, ოჯახი ამოისუნთქებს და არსებობისთვის ბრძოლა აღარ მოუწევს. ამ თვალსაზრისით, ვითარება უკეთესობისკენ იცვლება“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.  

„ეკოფუდის“ ახალი საწარმო „ჩიიზკო“, 10 სახეობის ქართულ ყველს აწარმოებს. ქარხანა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და აქვე მოქმედებს რძის მიკრობიოლოგიური და ქიმიური ლაბორატორიები, რომლებიც უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. ქართულ-ავსტრიული საინვესტიციო პროექტის საერთო ღირებულება 6 მილიონი ევროა. საწარმოს მშენებლობა 2011 წლის შემოდგომით დაიწყო და 2012 წლის აპრილში დასრულდა. საქართველოს მასშტაბით, საწარმომ, სულ, 700-მდე ადამიანი დაასაქმა.   



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)