Google+

სიახლეები

01.06.2012
საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრი დირკ ნიბელი მიიღო

 

საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ მინისტრს დირკ ნიბელს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ორი ქვეყნას შორის  ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები დასახეს. მიხეილ სააკაშვილმა და დირკ ნიბელმა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.  

„თქვენი ვიზიტი ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. რამდენიმე კვირის წინათ საქართველოს  გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია, ახლა თქვენ ჩამობრძანდით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა კიდევ უფრო უნდა ღრმავდება. მსურს, საიმედო პარტნიორობა და კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს. ერთობლივად ჩვენ უმნიშვნელოვანეს პროექტებს ვახორციელებთ და ვგეგმავთ, რომ თანამშრომლობის სპექტრი კიდევ უფრო გავაფართოვოთ“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მასთან საუბრისას.

დირკ ნიბელმა ყურადღება საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ ეკონომიკურ პროექტებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში გერმანელი ბიზნესმენებისთვის საინტერესო და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოა. მისი თქმით, გერმანული მხარე მზად არის ერთობლივი პროექტები განახორციელოს როგორც ენერგეტიკის სექტორში, ისე  მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების მხრივ თბილისსა და ბათუმში. 

გერმანიის მთავრობა საქართველოსთვის 52 მილიონ ევროს შეღავათიანი სესხის, ხოლო 5,2 მილიონ ევროს გრანტის სახით გამოუყოფს. ამის შესახებ სამთავრობო შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)