Google+

სიახლეები

08.05.2012
საქართველოს პრეზიდენტი გლდანში ცხოვრებაულების ოჯახს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი გლდანში დღეს ცხოვრებაულების ოჯახს ესტუმრა. ოჯახის წევრებთან  საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება სოციალურ და ჯანდაცვის პროექტებზე გაამახვილა. კერძოდ, სამედიცინო დაზღვევის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სექტემბრიდან საპენსიო ასაკის ყველა ადამიანს შესაბამის სამედიცინო ხარჯებს დაზღვევა აუნაზღაურებს.

"წელს ყველა პენსიონერს ვაზღვევთ, რომელიც, თითქმის, ყველანაირ ხარჯს დაფარავს. პენსიონერებთან ერთად დაზღვევა ექნებათ, როგორც კეძო, ისე სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. საქართველოში ადრე ადამიანს რაიმე თუ დაემართებოდა, ექიმი ოპერაციას არ იწყებდა, ვიდრე ფულს მიცემდი. მსგავსი მიდგომა საქართველოში აღარ უნდა არსებობდეს. გადაუდებელი მკურნალობა ახლაც იფარება, მაგრამ სხვა შემთხვევებშიც ასე უნდა იყოს. ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. სექტემბრიდან, მართალია, ბევრით არა, მაგრამ მაინც იზრდება პენსია, ამას დაემატება დაზღვევა. ვხედავ აქ ბევრმა მაღაზია გახსნა მაღაზია და დასაქმდა, ზოგს არასტაბილური შემოსავალი უჩნდება ხოლმე და შემდეგ ისევ უმუშევარი რჩება. მინდა, რომ ცენტრალური უწყებები მოხელეებმა გაითავისონ ის, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ დიდი გაჭირვებაა. რამდენიც არ უნდა გვაქონ ამერიკელებმა, უკრაინელებმა, ჩვენი რეგიონის ქვეყნების ხალხმა - ჩამოდიან მინისტრები მეზობელი ქვეყნებიდან, მაგალითად, ლიტვის პრემიერ-მინისტრი იყო ახლახან, და ამბობენ: „ჩვენ ყველაფერს ვსწავლობთ საქართველოსგან“. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ამ ლამაზი შენობების მიღმა წარმოუდგენელი გაჭირვებაა. 5-6 წელიწადში, დარწმუნებული ვარ, ესე აღარ იქნება“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ქვეყნის პირველმა პირმა, თბილისში მიმდინარე  პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქის ცენტრის განვითარებასთან ერთად, აუცილებელია გარეუბნების ინფრასტრუქტურის განვითარებაც. მისი თქმით, გლდანში საუკეთესო საცურაო აუზი და სპორტული კომპლექსიც შენდება, რომელშიც ყველა ასაკის მსურველს შეეძლება მისვლა. მიხეილ სააკაშვილმა დასაქმების საკითხსაც შეეხო და პროფესიული განათლების ცენტრების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.   

„გლდანში რომ შემოვედით ჯერ გზები გვქონდა გასაკეთებელი, კორპუსები მოსაწესრიგებელი, ცოტა ეზოები, პოლიცია დავაყენეთ - ყოველივე ეს ძალიან კარგია, მაგრამ მთავარი რაც აქ უნდა გავაკეთოთ, ხალხის დასაქმებაა. პროფესიული სასწავლებელი, რომელიც აქ შენდება ყველაფერს შეცვლის. უპირველესად, გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურა. აქ საუკეთესო აუზი იქნება თბილისის მასშტაბით. თბილისი მხოლოდ ცენტრალური ქუჩა არ არის. იქაც ბევრი სოციალურად გაჭირვებული ადამიანები ცხოვრობენ, მაგრამ ყველა სხვა რაიონს ბევრად მეტად მიხედვა სჭირდება. თბილისის ცენტრი წარმოუდგენლად ლამაზად კეთდება, მაგრამ  ახლა მთელი ყურადღება უნდა გადავიტანოთ გარეუბნებზე. აქაურობას გარეუბანი ჰქვია, თორემ მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანაში გარეუბანი ყველაზე პრესტიჟული  საცხოვრებელია. ახალ ტექნიკუმში ხალხს შესაძლებლობა ექნება პროფესია საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიოს და შესაბამისი სპეციალობით დასაქმდეს კიდეც. მაგალითად, კვალიფიციურ შემდუღებელს ათასიდან სამი ათას ლარამდე აქვ ხელფასი, ზოგი 4-5 ათას ლარსაც იღებს“, - განახცადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

საქართველოს პრეზიდენტმა გლდანში ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობის  პროცესში მიიღო მონაწილეობა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)