Google+

სიახლეები

06.05.2012
საქართველოს პრეზიდენტმა პოლიციის აღლუმი ჩაიბარა და გორში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი პოლიციის დღისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრო, რომელიც გორში გაიმართა. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა აღლუმი ჩიაბარა და  იქ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი პირველია იმ ქვეყნებს შორის, სადაც პოლიციას დიდ ნდობას უცხადებენ და, ამ მაჩვენებლით ბევრ განვითარებულ სახელმწიფოს უსწრებს.

აღლუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფების თანამშრომლები და 5000 პოლიციელი იღებდა მონაწილეობას.

პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ეს რიგით მესამე აღლუმია. გასულ წლებში ღონისძიებები  თბილისსა და ბათუმში გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა გორის რეაბილიტაციის ფარგლებში წერეთლის ქუჩაზე დაწყებული სამუშაოები შიდა ქართლის გუბერნატორთან გიორგი ტატიშვილთან ერთად დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ამ პროექტის მნიშვნელობაზე, რადგან ახალი უბანი კიდევ უფრო აქტუალური გახდება, როგორც ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად, ისე მცირე ბიზნესების წამოსაწყებად.

„ეს არის გორის ისტორიული ცენტრი, რომელიც ტურისტებისთვის საუკეთესო ადგილი გახდება. აქ პატარა სასტუმროები გაიხსნება და აშენდება კაფეები და რესტორნები. ამით ხალხიც დასაქმდება და ყოველ კონკრეტულ ადამიანს გაუჩნდება სამუშაო. მით უმეტეს, ავტობანთან ერთად მოძრაობაც იზრდება, ინფრასტრუქტურაც ეწყობა და გორი ერთბაშად გამოცოცხლდება“, -  განაცახადა საქართველოს პრეზიდენტმა.

აქ ძალიან ბევრი გაჭირვებული ცხოვრობდა. ვიცით როგორ უჭირს ამ ხალს და სოციალური პროგრამაც არის. სატრაბახოდ ხო არ გვინდა იმისთვის ვაკეთებთ, რომ ამ ადამიანებს გავუუმჯობესოთ ცხოვრება

წელს აქ ინფრასტრუქტურის სრულად მოწესრიგება და  საკომუნიკაციო სისტემის მთლიანად შეცვლა იგეგმება. პროექტის ფარგლებში 100-მდე სახლის გარე ფასადი მოწესრიგდება,  მიმდებარე ტერიტორიაზე კი ქვაფენილი დაიგება.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)