Google+

სიახლეები

07.11.2011
მიხეილ სააკაშვილმა ყვარლის სკოლაში „ჯეოსელის“ ახლადგახსნილი საკლასო ოთახი დაათვალიერა

მიხეილ სააკაშვილი დღეს ყვარლის მეორე საჯარო სკოლას ესტუმრა, სადაც  ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ,,ჯეოსელის’’ კლასი გახსნა. ახლადგახსნილ საკლასო ოთახში გაკვეთილები თანამედროვე, ინტერაქტიული ტექნიკის საშუალებით იმართება, რომლის მიმდინარეობის პროცესი საქართველოს პრეზიდენტმა პირადად შეაფასა.

„საქართველოში ყველა საკლასო ოთახი ასეთი არ არის - ბოლომდე ჯერ ყველა სკოლაც არ  გაგვირემონტებია, მაგრამ ის, რომ ქვეყანაში მსგავსი სტანდარტი დაინერგა, იმის მაჩვენებელია, რომ ეს თაობა 10 თავით მაღლა იქნება, ვიდრე ჩემი, ან ნებისმიერი მათზე ადრე დაბადებული. ჩვენი თაობის დამსახურებაა ის, რომ შემდეგ თაობებს მსგავს პერსპექტივას ვუქმნით.  ინფორმაციის, ცოდნის, მსოფლმხედველობის თვალსაზრისით, ეს ბავშვები იმაზე მეტს შეძლებენ, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ვფიქრობ, მომავალ წელს ასეთივე კლასი ასამდე სკოლაში გვექნება, ხოლო 2015 წლის მოდერნიზაციის გეგმის მიხედვით, საქართველოს ყველა ძირითადი  ცენტრის, ქალაქის, რაიონისა და დიდი სოფლის სკოლებში გავხსნით მსგავს საკლასო ოთახებს - ყველა სკოლაში ერთიანი სტანდარტი უნდა შეიქმნას.

ხვალ ყვარელში ილიაობაა. ჩვენ გვინდოდა, რომ ყვარლისთვის რაიმე საჩუქარი გაგვეკეთებინა და ყველამ ერთად უკვე ვაჩუქეთ ახალი ტბა ყვარელსაც და საკუთარ თავსაც. ამას „ჯეოსელის“ კლასიც დავამატეთ და ასე აღვნიშნეთ ხვალინდელი დღესასწაული“, - განაცხადა  საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი მოსწავლეებთან ერთად პირველი ექსპერიმენტული სკოლის „ჯეოსელის“ კლასს ონლაინ რეჟიმში ჩაერთო და თბილისელ მოსწავლეებსაც გაესაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით, ეს არის არა მხოლოდ კონკურენცია, არამედ ის, რაც სამყაროს ახლებურად აღქმას შეუწყობს ხელს.

„ჯეოსელის“ ოთახში ინტერაქტიული სმარტდაფა და ცამეტი მონიტორია დამონტაჟებული, რაც ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარებასა და სასწავლო პროცესში მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)