Google+

სიახლეები

01.11.2011
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგი გასული კვირის მნიშვნელოვან მოვლენაზე - შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის და  საგარეო საქმეთა მინისტრის მიშელინ კალმი-რეის საქართველოში ვიზიტზე საუბრით დაიწყო. მისი განმარტებით, ქართული მხარე შვეიცარიის კონფედერაციის კომპრომისულ წინადადებას დათანხმდა, რაც როკსა და ფსოუზე საერთაშორისო დამკვირვებელთა მონიტორინგს ითვალისწინებს. მონიტორინგი განხორციელდება ყველა სავაჭრო ტვირთზე, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიებზე გადაადგილდება. 

„მოგეხსენებათ, რომ რუსეთის ფედერაციამ საკუთარი პოზიციის გამოსავლენად დრო ითხოვა. გუშინ, მოსკოვში  სტუმრობის  შემდეგ, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით შედგა მიშელინ კალმი-რეის ვიზიტი საქართველოში. შეხვედრა საქრთველოსა და შვეიცარიის პრეზიდენტებს შორის  ბათუმში გაიმართა,“ - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ასევე განაცხადა, რომ შეხვედრისას გადაწყდა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის მიხედვითაც მონიტორინგს თავად შვეიცარიის მხარე განახორციელებს.

„მოხდა მნიშვნელოვანი  დაზუსტება: საერთაშორისო მხარე, რომლის მეშვეობითაც მონიტორინგი განხორციელდება, თავად შვეიცარიის  კონფედერაცია იქნება, - აღნიშნა პრესსპიკერმა და დასძინა რომ სხვა ცვლილებები ტექსტში არ შესულა. რუსულმა მხარემ კი გადაწყვეტილების მისაღებად დამატებითი დრო ითხოვა.

მანანა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდა იმის თაობაზეც,   რომ რამდენიმე დღეში საკმაოდ მნიშვნელოვანი ფორუმია დაგეგმილი და საქართველო ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების იმ დელეგაციებს უმასპინძლებს, რომლებიც ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომაში მიიღებენ მონაწილეობას. თბილისს ნატოს გენერალური მდივანიც ესტუმრება.

„ჩვენ საქართველოსა და ნატოს ურთიერთობის გაღრმავებასა და სამომავლო პარტნიორობას ძალზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ვფიქრობთ, ეს ღონისძიებაც და ვიზიტიც ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება,“ - აღნიშნა მან.

პრეზიდენტის პრესსპიკერი საქართველოს შიდა მოვლენებსაც შეეხო და ყურადღება საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმაზე გაამახვილა.

„მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განახლებული ე.წ 10-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა. პრეზიდენტის დავალებით,  პრემიერი  და კაბინეტის სხვა წევრები  საზოგადოებას ამ სამთავრობო გეგმის  შინაარსის  თობაზე შესაბამის  ინფორმაციას  აწვდიან. მსურს, მხოლოდ რამდენიმე ძირითადი ასპექტი გამოვყო. ამ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა უხლოესი თვეების  განმავლობაში  ინტენსიურად იმუშავებს. ეს არის ის, რაც ხელს შეუწყობს  ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას,“ - განცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)