Google+

სიახლეები

04.09.2011
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქედაში მშენებარე „აჭარული ღვინის სახლი“ დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა და აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარემ ქედაში მშენებარე „აჭარული ღვინის სახლი" დაათვალიერეს. საწარმო ღვინის ქარხნის გარდა მოიცავს: ჩხავერის ჯიშის ვენახს, ღვინის სადეგუსტაციო დარბაზებს, მარანსა და რესტორანს.

„ეს არის საუკეთესო ქართული ღვინო, რაც კი ოდესმე გამისინჯავს. ჩხავერი სერიოზულ კონკურენციას გაუწევს ცნობილ ქართულ და ევროპულ ვაზის ჯიშებს. საინტერესოა, რომ რუსეთის მიერ საქართველოსთვის ემბარგოს დაწესების შემდეგ, ჩვენი ღვინოების ექსპორტი მრავალჯერ გაიზარდა. მაგალითდ უკრაინაში ადრე მილიონი ბოთლი თუ გადიოდა, წელს 8 მილიონი გავა, გაისად კი - 10, ასევეა ბელორუსიაში და მრავალ სხვა ქვეყანაში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საწარმო კომპლექსის მშენებლობა გასული წლის სექტემბერში დაიწყო დადაახლოებით ერთ თვეში - რთველის დაწყებამდე გაიხსნება. „აჭარული ღვინის სახლი" ჩხავერს, ცოლიკაურსა და ცქრიალა ღვინოებს ქართული და ევროპული ტექნოლოგიებით ჩამოასხამს. იგი წელიწადში 100 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს.

ტურისტებისთვის აქვე მოეწყობა ღვინის ტურები. მსურველი შეძლებს დაათვალიეროს როგორც ვენახი, ასევე: იხილოს ქართული მარანი, ევროპული საწარმოო ხაზი, მონაწილეობა მიიღოს ღვინის ბოთლებში ჩამოსხმის პროცესში, დააგემოვნოს ღვინოები და გასინჯოს ადგილობრივი კერძები.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)