Google+

სიახლეები

12.08.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ ხალხს დიდგორობის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს დიდგორის ველზე იმყოფებოდა, სადაც დილიდან საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილმა დიდგორობის დღესასწაულზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და იმ 5 მთავარ პრინციპზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მისივე თქმით, საქართველოსთვის აქტუალური იყო დავით აღმაშენებლის დროსაც და როგორც არასდროს აქტუალურია დღესაც - ერთიანობა, თავისუფლების მოყვარეობა და შეუპოვრობა, აღმშენებლობა, რეფორმები და გამარჯვება, რომელიც ნებისმიერ ფასად უნდა მოიპოვოს ქვეყანამ.

"ჩვენი დიდგორი ჯერ კიდევ წინ არის! ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ საქმეს ბოლომდე, აუცილებლად გავიმარჯვებთ, აუცილებლად გავაერთიანებთ საქართველოს და აუცილებლად გვექნება ბედნიერი მომავალი!" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დიდგორის ველზე დილიდან არის გამოტანილი რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტის სტენდები, გამოფენილია ხალხური რეწვისა და ხელოვნების ნიმუშები. მიმდინარეობს მუნიციპალიტეტების ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები. დიდგორობა საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)