Google+

სიახლეები

08.08.2012
საქართველოს პრეზიდენტმა პატივი მიაგო რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული გმირების ხსოვნას 

საქართველოს პრეზიდენტი დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდა და პატივი მიაგო აგვისტოს ომის დროს გარდაცვლილ მეომართა ხსოვნას. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ერთად გვირგვინით შეამკო 2008 წელს რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული გმირების მემორიალი.

მიხეილ სააკაშვილთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა ქვეყნის პირველი ლედი სანდრა ელისაბეტ რულოვსი, რომელიც დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრებს შეხვდა და მათ მხნეობა და გამძლეობა უსურვა.

ოფიციალურ ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს  თავდაცვის მინისტრი, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი და თავდაცვის სამინისტროს სხვა წარმომადგენლები.

2008 წელს რუსეთის აგრესიის დროს საქართველომ 169 სამხედრო მოსამსახურე, 16 პოლიციელი და 188 მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)