Google+

სიახლეები

28.08.2012
მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისის აეროპორტში შეკრებილ საზოგადოებას მიმართა

უპირველეს ყოვლისა, ყველას გილოცავთ მარიამობას!

ასევე გილოცავთ ამ ასაფრენი ბილიკის გახსნას, ხოლო უახლოეს კვირებში ამ აეროპორტის გახსნას მოგილოცავთ.

თქვენ იცით, რომ აქედან შესრულდება საერთაშორისო რეისები მოსკოვის, კიევის, ფრანკურტის, ბრიუსელის, თელ- ავივისა და ბევრი სხვა მიმართულებით.

რა თქმა უნდა, ეს აეროპორტი ეკუთვნის ქუთაისს, მაგრამ ის არ არის მხოლოდ ქუთაისის აეროპორტი, რადგან ასევე მოემსახურება ბაღდათს, ხონს, წყალტუბოს, სამტრედიას,  ვანს...ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, გარშემო მდებარე ყველა რაიონს.

ეს იქნება საქართველოს ყველაზე მნიშნელოვანი აეროპორტი, მათ შორის, იმის გამო, რომ აქედან ფრენა ძალიან იაფი იქნება, მგზავრებს აღმოსავლეთ საქართველოდანაც წამოიყვანს და კონკურენციას გაუწევს თბილისის აეროპორტს.

ეს მნიშვნელოვანია იმითაც, რომ თბილისში ფასები დარეგულირდება. მოგზაურობა და ფრენა არა მარტო მოსახლეობის 3-4 პროცენტს, არამედ ყველა სოციალური ფენის ადამიანს უნდა შეეძლოს.

ყველაფერს იმისთვის ვაკეთებთ, რომ ხელმისაწვდომი იყოს ხალხისთვის და არა მხოლოდ ერთი და იგივე ჯგუფისთვის.

მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ასაფრენი ზოლი რუსებმა ისე დაბომბეს, რომ მშენებლობის დროსაც ვპოულობდით ჩამოყრილი ჭურვების ნამსხვრევებს.

ეს არის საუკეთესო ასაფრენი ზოლი მთელ კავკასიაში, თბილისში კი ახალი საფრენი ბილიკის კეთებას უახლოეს დღეებში ვიწყებთ.

ჩვენ ვაშენებთ აეროპორტს ფოთში, უკვე მოქმედებს აეროპორტი მერიაში.

უკვე ტრადიციად გვექცა, რომ ახალ საფრენ ზოლს მე ვცდი.

რამდენიმე წუთის წინათ აქ ყველაზე დიდი თვითმფრინავი დაჯდა, რომელსაც აწერია: „ქუთაისი საპარლამენტო დედაქალაქი“.

ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, რეალურია.

 ქუთაისსა და მთელ საქართველოს სჭირდება ასეთი აეროპორტი, რადგან ხალხმა ყველა მიმართულებით უნდა იმოძრაოს და ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს.

წყალტუბოში დიდი აღორძინება დაიწყო. ჩვენ ძალიან დიდი  გეგმები გვაქვს საკურორტო ზონების განვითრების მხრივ, მათ შორის სამტრედიისა და ვანის ბალნეოლოგიური პროექტები, ასევე სათაფლია და პრომეთეს მღვიმე.

ქუთაისს, როგორც საპარლამენტო ქალაქს, ეს აუცილებლად სჭირდებოდა და ყველაფერს  ასეთი ჰაბი.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ დაგეგმილი პროექტების განხორციელება, რომელთა დახმარებით შეიქმნება სამუშაო ადგილები.

ხშირად ამბობენ: ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში.

უწინარესად, ჩვენ საქართველოში აუცილებელი იყო დაგვემყარებინა უსაფრთხოება და აღმოგვეფხვრა კრიმინალი. ამის გარეშე ვერაფერს ვერ განვავითარებდით.ამ კრიმინალებს კი, უკან ვერავინ ვერ მოიყვანს.  

მეორე, უნდა განვავითაროთ ტურიზმი, რასაც სჭირდება კომუნიკაციების გაყვანა.

სწორედ ამიტომ, ჩვენ აქ მოვდივართ საუკეთესო ავტობანით, წყალტუბოში, ქუთაისში ვაშენებთ საუკეთესო წყალსადენს და სხვა კომუნიკაციებს.

და ახლა უკვე მოვედით აქ აეროპორტით.

ყველაფერი მიდის იმ გრძელვადიანი, სტრატეგიული გეგმის მიხედვით, რომლის მეშვეობით  გარშემო მცხოვრებმა თითოეულმა ოჯახმა უნდა ნახოს ბევრად მეტი სარგებელი.

27 სექტემბერს შესრულდება პირველი რეისი კიევში და ბილეთის ფასი, თუ არ ვცდები, 22 ევრო ეღირება (ერთი გზა).

დაფიქრდით, სადამდე  ჩაგიყვანთ ტაქსი ქუთაისიდან 22 ევროდ, ეს თვითმფრინავი კი ამ ფასად ევროპულ დედაქალაქებში ჩაგვიყვანს, ამ შემთხვევაში კი - უკრაინაში და იქიდან მთელ ევროპაში.

ამას გარდა, ჩვენ გვჭირდება ქართული ავიაკომპანიების შექმნა, აუცილებელია იაფიანი ტარიფების მქონე უცხოური კომპანიების შემოყვანა.

ჩვენი მიზანია ხალხის დასაქმება და ის, რომ ამ შესაძლებლობით სარგებლობა ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. ეს აეროპორტი ორივე მიზანს ემსახურება.

ამხელა ზოლი და ასეთი ტერმინალი სწორედ იმისთვის არის საჭირო, რომ  ხალხმა ისარგებლოს ამით, მოსახლეობამ ნახოს სარგებელი.

დღეს დიდი დღეა. არავის სჯეროდა, რომ ჩვენ ასე სწრაფად შევძლებდით ამის გაკეთებას.

მინდა მადლობა ვუთხრა გიორგი კარბელაშვილს, რომელიც ყოველივე ამის სულის ჩამდგმელი და ორგანიზატორია, ასევე საავიაციო დეპარტამენტს, ბუნებრივია, ეკონომიკის სამინისტროს, ქუთაისის მერს და განსაკუთრებით, მათ, ვინც ამ აეროპორტის მშენებლობაზე  დღე და ღამე მუშაობდა.

კარგად ვიცი, რომ ეს მართლაც ძალიან მძიმე შრომაა, მაგრამ ხალხს ეს ჭირდება.

ძალიან ბევრი გვაქვს ასაშენებელი და ყველაფერი სწრაფად უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენი თაობაც მოესწროს.

თქვენი მუშაობით ყველანი ძალიან კმაყოფილი ვართ.

ქუთაისის საკონტროლო ანძა ყველაზე მაღალია ევროპაში, ხოლო ამ აეროპორტის საფრენი ზოლი საუკეთესოა მთელ კავკასიაში. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)