Google+

სიახლეები

30.09.2013
მიხეილ სააკაშვილი მზად არის პრემიერ-მინისტრთან ერთად დაათვალიეროს შეჩერებული პროექტები 

საქართველოს პრეზიდენტი დღეს პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან ანაკლიის პორტის მშენებლობის შესახებ გააკეთა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, კარგი იქნებოდა, დაწყებულ პროექტებთან დაკავშირებით, მთავრობას და მის მეთაურს ინფორმაცია ჰქონდეს და პირადად ეცნობოდეს წინა მთავრობის დროს დაწყებულ და ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებით შეჩერებულ მშენებლობებს. 
"მზად ვარ პრემიერ-მინისტრთან ერთად ავფრინდე იმ ფრანგული ვერტმფრენებით, რომლის გაყიდვა და მოშორებაც სურდა, თბილისის აეროპორტის ასაფრენ ზოლიდან,  რომლის მშენებლობაც შეაჩერა და გადავუფრინოთ თბილისის შემოვლით რკინიგზას, რომელიც მისივე განკარგულებით შეჩერდა, რათა საკუთარი თვალით ნახოს რა მასშტაბის სამუშაოებია გაკეთებული. შემდეგ გადავუფრინოთ ქუთაისს და ვაჩვენოთ პარლამენტის მნიშვნელობა, რათა არ გადმოიტანოს თბილისში. გადავუფრინოთ წყალტუბოს, იქაც ნახოს რას ვაკეთებდით; გადავუფრინოთ თეთნულდის კურორტს მესტიაში, სადაც გვირაბი უნდა გასულიყო; შემოვუფრინოთ ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, რომელიც მისი განკარგულებით შეჩერდა და შემდეგ, მზად ვარ, გადავუფრინოთ ანაკლიას, ჩავიყვანო ამ ქალაქში და ადგილზე ვანახო, რომ ანაკლია და ლაზიკა ერთი და იგივე გეოგრაფიული დასახელებაა. ამას სიამოვნებით გავაკეთებ, თუ ბატონი პრემიერი დათანხმდება, რომ კაბინეტიდან და სახლიდან გამოვიდეს და ერთხელ მაინც მოიაროს ყველა გაჩერებული მშენებლობა. იქნებ გული აუჩუყდეს და თავის ამ გადაწყვეტილებებს - მშენებლობების შეჩერების შესახებ, გადახედოს; დაინახოს ამ პროექტების მნიშვნელობა საქართველოს გრძელვადიანი მომავლისთვის“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)