29.09.2013
საქართველოს პრეზიდენტი: „ბოლო თვეებში ჩვენ უფრო მეტ სახნავ-სათესზე და სასოფლო-სამეურნეო მიწებზე დავკარგეთ კონტროლი, ვიდრე 2008 წლის ცხელი ომის დროს ქურთაში და თამარაშენში... და ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ პრაქტიკულად ვერავინ გაიგო მსოფლიოში ამის შესახებ!“
აშშ-ში ვიზიტის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნებულ პრეზიდენტს აეროპორტში მოქალაქეები დახვდნენ.
საქართველოს პრეზიდენტი: „ამ მიმართვას მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ჰქონდა დიდი გამოხმაურება, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც სერიოზულად მომწიფდა ამ სივრცეში.
ყველას ყელში აქვს პუტინის ქმედებები - უკრაინაში, მოლდოვაში, ჩვენს მეზობელი სომხეთსა და აზერბაიჯანში, რუმენთში, ბულგარეთში, ჩრდილოკავკასიაში და მთლიანად რუსეთში. საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.. საქართველოს მადლობას ეუბნებიან, რადგამ ამ ტრიბუნიდან მე სწორედ საქართველოს წარმოვადგენდი. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ გასახარებელი და თავმოსაწონი არაფერი გვაქვს რადგან, ბოლო თვეებში ჩვენ უფრო მეტ სახნავ-სათესზე და სასოფლო-სამეურნეო მიწებზე დავკარგეთ კონტროლი, ვიდრე 2008 წლის ცხელი ომის დროს ქურთაში და თამარაშენში... და ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ პრაქტიკულად ვერავინ გაიგო მსოფლიოში ამის შესახებ.
ამიტომ ახლა არ არის ქიშპობის დრო, მე მზად ვარ დავჯდე საქართველოს მთავრობასთან ერთად და ჩემს ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოვიყენო, მათ შორის საერთაშორისო. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად თუ როგორ შევაჩეროთ ჩვენი მიწების ასეთი ჩუმი და ძალიან საშიში ანექსია!
ნებისმიერ ქმედებას დავუჭერ მხარს, რომელსაც საქართველოს მთავრობა გააკეთებს, რომელიც ამ ანექსიას შეაჩერებს. ახლა მოქმედების დროა, სწორედ ახლა მწყრობად და კოორდინებულად უნდა ვიმოქმედოთ!
მთავარი გაკვეთილი არის ის, რომ, ძალა - ერთობაშია, ჩვენ რუსეთის ამ მცოცავ ანექსიას აუცილებლად შევაჩერებთ!“