სიახლეები
27.09.2013
საქართველოს პრეზიდენტმა გადაცემა „ილუზიონი“-ს წამყვანი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა
ნიუ-იორკში საქართველოს პრეზიდენტმა გადაცემა „ილუზიონი“- ს წამყვანი ოთარ სეფიაშვილი, რომელიც უკვე 17 წელიწადია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა მას წლების განმავლობაში გაწეული ღვაწლისთვის, ხოლო ოთარ სეფიაშვილმა მადლიერება გამოხატა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ დაფასებისა და აღიარებისთვის.
ქვეყნის პირველ პირს მან ამერიკის შეერთებულ სტატებში გამოცემული წიგნიც უსახსოვრა, რომელიც, მიხეილ სააკაშვილის თქმით, საპატიო ადგილს დაიკავებს საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, რომლის გახსნასაც იგი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ გეგმავს.