სიახლეები
06.06.2013
7 ივნისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო განცხადება გააკეთა და ღრმა მწუხარება გამოხატა ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ქართულ ბაზაზე ტერორისტული თავდასხმის შედეგად ქართველი ჯარისკაცების გარდაცვალების გამო.
ქვეყნის პირველი პირის გადაწყვეტილებით 7 ივნისი გამოცხადდა გლოვის დღედ და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დაეშვა სახელმწიფო დროშები.