Google+

სიახლეები

07.05.2013
საქართველოს პრეზიდენტი სამხრეთ კავკასიის ფორუმის მუშაობაში იღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი ნიზამი განჯავის საერთაშორისო ცენტრისა და მადრიდის კლუბის მიერ ორგანიზებულ სამხრეთ კავკასიის ფორუმის მუშაობაში იღებს მონაწილეობას. მიხეილ სააკაშვილი ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, იორდანიის დედოფალი, ლატვიის პრეზიდენტი (1999-2007), ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი (1994-2002).  დღის მეორე ნახევარში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა სესიაზე: „ღია საზოგადოება, როგორც რთული კონფლიქტური სიტუაციების გადაჭრის საშუალება“.

ფორუმის მთავარი თემა დემოკრატიასთან დაკავშირებული საკითხები, ჩართულობა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაა.

ფორუმის მუშაობაში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, თურქეთის ყოფილი პრეზიდენტი სულეიმან დემირელი, ფინეთის ყოფილი პრეზიდენტი ტარია ჰალონენი, რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტი ემილ კონსტანტინესკუ, მადრიდის კლუბისა და ნიზამი განჯავის საერთაშორისო ცენტრის წევრები და 300 ზე მეტი ექსპერტი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. მადრიდის კლუბი, რომელიც ამ ფორუმის ორგანიზატორია 61 ქვეყნის 92 ყოფილ მინისტრსა და სახელმწიფო მინისტრს აწევრიანებს.

ფორუმის ორგანიზატორებსა და დელეგატებს მიმართვა დალაი ლამამაც გადაუგზავნა, რომელშიც ფორუმის ჩატარებისა და განსახილველი თემების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)