Google+

სიახლეები

08.12.2012
საქართველოს პრეზიდენტმა კრაკოვში საერთაშორისო ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

 

საქართველოს პრეზიდენტმა კრაკოვში საერთაშორისო კონფერენციის  „პოლონეთი და მსოფლიო 21-ე საუკუნეში“ მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. მიხეილ სააკაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ყურადღება პოლონეთისა და საქართველოს მეგობრულ ურთიერთობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე  გაამახვილა. ქვეყნის პირველ პირმა, ამ მხრივ ორი ქვეყნის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური, თუ სოციალურ-ეკონომიკური პროცესები, სამაგალითოა მთელი რეგიონისათვის.

ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მიმდინარე უკანასკნელ მოვლენებსა და ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს შეეხო, რომელთა შემდეგაც ქვეყანა რეგიონში სამაგალითო გახდა, რაც საერთაშორისო ინსტიტუტებმაც აღიარეს. საქართველოს პრეზიდენტმა 1 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ არჩევნებით ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი დემოკრატიული გარდატეხა მოხდა.  ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, საქართველოსთვის ერთადერთი პერსპექტივა დემოკრატიული პროგრესის კიდევ უფრო განვითარება და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა. მისი თქმით, დასავლური კურსი, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანია, შეუქცევადია და საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი.

მიხეილ სააკაშვილმა აუდიტორიის შეკითხვებსაც უპასუხა. ერთ-ერთი დელეგატი საქართველოს პრეზიდენტის მოსაზრებით დაინტერესდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა როლს ასრულებს ნატო რეგიონში. ქვეყნილ პირველმა პირმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატო-სთან მიმართებაში, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც ჯერ კიდევ კამათობენ ამ საკითხის გარშემო, ქართველი ხალხი ერთსულოვანი იყო როგორც არჩევნებამდე, ისე მის შემდეგ.

საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობებსა და პერსპექტივაზე ამავე კონფერენციაზე ნატო-ს უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დირკ ბრენგელმანმაც ისაუბრა. მან იმედი გამოთქვა, რომ ნატოში ინტეგრაცია ქვეყნის პრიორიტეტად დარჩება და ამ გზაზე მიღწეული პროგრესი კვლავაც გაგრძელება.

„საქართველოს ბოლო არჩევნები ისტორიული მომენტი იყო ქვეყნის დემოკრატიული გავითარების თვალსაზრისით. საქართველომ ჩაატარა თავისუფალი და მშვიდობიანი არჩევნები და ახლა უკვე მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყნის კეთილდრეობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის, მხარეებმა ერთად იმუშაონ. ეს ჩვენ უკვე აღვნიშნეთ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ბრიუსელში“, - განაცხადა დირკ ბრენგელმანმა. 

კონფერენცია პოლონეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა იაცეკ მიხალკოვსკიმ გახსნა, რომელმაც ბრონესლავ კომაროვსკის წერილი წაიკითხა. წერილში აღნიშნული იყო საქართველოში განხორცილებული დემოკრატიული რეფორმები.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის იდეა პოლონეთიდან დაიწყო. ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით, მივესალმებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების არა მარტო განცხადებებს, არამედ მათ მიერ გაწეულ საქმიანობას ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით, იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს მომავალში დასრულდება ევროკავშირში უკრაინის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. მივესალმებით საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს და ვაფასებთ საქართველოს მიერ შესრულებულ სამუშაოს ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით. იმედი გვაქვს, 2013 წლის ნოემბერში ვილნიუსში დაგეგმილ აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე ამ ქვეყნების მიერ ევროკავშირში ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები კიდევ უფრო დაფასდება“, - აღნიშნული იყო წერილში. 

აღნიშნული ფორუმი პოლონეთის „სტატეგიული სწავლების ინსტიტუტის“ ინიციატივით, მისი დაარსებიდან 20 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)