Google+

სიახლეები

07.12.2012
მიხეილ სააკაშვილმა კავკასიოლოგთა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მიმართა

 

მოხარული ვარ, რომ ამ საოცარ უნივერსიტეტში მეორედ ვიმყოფები საქართველოს კარგ მეგობრებთან ერთად.

70 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველი წმინდანი გრიგოლ ფერაძე აწამეს. იგი  პოლონეთისთვისაც დიდი ადამიანი იყო ისევე, როგორც აქ ჩამოსული ბევრი სხვა ქართველი. ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ არც ერთ სხვა ქვეყანას ქართველები ასე არ მოუზიდავს და არც ერთი ქვეყანა მათ ასე გულთბილად არ დახვედრია.

მარშალმა პილსუდსკიმ რუსული ოკუპაციის შემდეგ ქართველები მალევე ჩამოიყვანა და მათ იგივე ჩინები მისცა, რაც ქართულ არმიაში ჰქონდათ. ისინი პოლონეთს ემსახურებოდნენ ისე, როგორც საკუთარ სამშობლოს და სჯეროდათ, რომ პოლონეთისთვის ბრძოლა მათი ბრძოლის - საქართველოსთვის ბრძოლის გაგრძელება იყო. ბევრი მათგანი ვარშავის ამბოხებისას, მანამდე დაიღუპა, სანამ პოლონეთის არმიის ხელმძღვანელი ქართველი გენერალი გახდებოდა, ზოგიერთი მათგანი კი - კატინშიც და ეს ჩვენ ყველას გვახსოვს.  

ასევე გვახსოვს ის, რომ პოლონელებმა დიდი როლი შეასრულეს საქართველოს ისტორიასა და კულტურაში. თბილისის ზოგიერთი ნაწილი პოლონელი არქიტექტორების და ინჟინრების დაპროექტებულია. მე-19 საუკუნეში საქართველოში მათ შემოიტანეს კულტურა მაგრამ ის, რაც მათ შემოჰქონდათ მე-19 საუკუნესა და 20-ე საუკუნის დამდეგს, ეს იყო ევროპა.  პოლონეთს კვლავაც ეს როლი აკისრია - შემოიტანოს ევროპა მსოფლიოს ჩვენს ნაწილში.

ამ მხრივ, მარშალმა ბორუსევიჩმა და ჩვენმა პოლონელმა მეგობრებმა ბოლო წლებში ბევრი რამ გააკეთეს. მახსოვს მარშალ ბორუსევიჩის საუბრები ქართულ დემოკრატიაზე. სხვა პოლონელებიც მეგობრულად გვედგნენ მხარში. რომ არა პოლონური მხარდაჭერა, საქართველო, როგორც სახელმწიფო, ვერ გადარჩებოდა.

ვფიქრობ, გრიგოლ ფერაძე იმ ფასეულობების სიმბოლოა, რომლებზეც საქართველო დგას.  გრიგოლ ფერაძე იყო ადამიანი, რომელიც საქართველოს კარგ მხარეს წარმოადგენდა, რადგან 20-ე საუკუნეში საქართველომ ისეთი ავკაცები წარმოშვა როგორიც იყო სტალინი და ამავდროულად - ისეთი წმინდანებიც, როგორიც გრიგოლ ფერაძე. მე ვიტყოდი, რომ ეს ჩვენი ერის ორი სახეა, მაგრამ მინდა საქართველო სწორი მიმართულებით წავიდეს, ისეთი ადამიანებისკენ, როგორიც გრიგოლ ფერაძე იყო. იგი იმავე ფასეულობების ერთგული იყო,  რომელთათვისაც ჩვენ ვიბრძოდით ამ წლების განმავლობაში - ეს არის მთელი რეგიონის თავისუფლება.

რამდენიმე წლის წინათ, საქართველოს პარლამენტმა რუსეთის იმპერიის მხრიდან ჩერქეზი ხალხის გენოციდი აღიარა 19 საუკუნეში და ჩვენ პირველი ერი ვიყავით, რომელმაც ეს გააკეთა. მე მჯერა ერთიანი კავკასიის იდეის და ეს არ გულისხმობს საზღვრების ცვლილებას -  საზღვრები უცვლელად უნდა დარჩეს. ეს უნდა იყოს თავისუფლების, დემოკრატიის, ხალხის მოძრაობის სიმბოლო კავკასიაში და მინახავს ხალხი, რომელიც ძალიან აფასებს იმას, რაც საქართველომ ბოლო წლებში გააკეთა.

საუკუნეების განმავლობაში, პირველად, საქართველომ შეძლო თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება. არადა ჩვენ დამპყრობლებს მიაჩნდათ, რომ კავკასიას ქრონიკულად არ ჰქონდა იმის უნარი, რომ ორგანიზებული, ცივილიზებული და თანამედროვე ყოფილიყო.

ეს მოსაზრება საქართველომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაამსხვრია. საქართველო საოცარი წარმატების შემთხვევაა, რადგან თუ დააკვირდებით, მსოფლიო ბანკის კვლევების თანახმად, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს მსასტაბით პირველ ათეულშია ბიზნესის კეთების სიმარტივით; ევროკავშირის კვლევების თანახმად კი, ჩვენ ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული და კრიმინალიზებული ქვეყანა ვართ ევროპაში.

ამას გარდა, მარშალმა განაცხადა, რომ საქართველომ დანერგა არჩევნების მაგალითი, რადგან პირველად ჩვენს რეგიონში ძალაუფლების გადაცემა არჩევნების გზით მოხდა და არა სამოქალაქო ომით, რომელმაც 90-იან წლებში ათასობით ჩემი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა  და არც რევოლუციით, მაგრამ ინსტიტუტებისთვის ეს პროცესი მაინც დიდი გამოღვიძება იყო.

ამჯერად გვაქვს შესაძლებლობა, ყველაფერი ხელახლა დავიწყოთ. 

გრიგოლ ფერაძე ჩერქეზ ხალხთან ქალაქ ჰომში შეხვედრას აღწერს და მოგვითხრობს რამდენად პატივსაცემი ერია ის,მათ სწორედ მაშინ გაგვიწიეს დახმარება, როდესაც ეს ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. ეს გრძელვადიანი მიზანია - დავეხმაროთ ერთმანეთს, მხარში ამოვუდგეთ და არ მივცეთ იმპერიებს ჩვენი გაყოფის, ერთმანეთის გადაკიდების უფლება. შევეცადოთ  და გადავლახოთ ეს გაყოფები ისე, როგორც რაიმე ახლის, რაღაც განსაკუთრებულის შექმნა. გრიგოლ ფერაძე საუბრობდა მშვიდობიან და თავისუფალ კავკასიაზე.

ჩვენი პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული და არც არასდროს ყოფილა. ჩვენი პოლიტიკა გულისხმობს გრძელვადიანი განვითარებას, მშვიდობასა და შესაძლებლობებს ამ რეგიონის თითოეული მკვიდრისთვის. ის არ არის რელიგიურ დაყოფებთან დაკავშირებული. გრიგოლ ფერაძეს, რომელიც დიდი ქრისტიანი მღვდელი  იყო არ სჯეროდა რელიგიების დაყოფის. იგი ასევე არ ემხრობოდა დაყოფას ქრისტიანულ ეკლესიისა. ამ მხრივ, ის მეტად პროგრესული მოაზროვნე იყო თავისი ეპოქისთვის და ჩვენი ეპოქისთვისაც.

იდეა ისაა, რომ ყველა ჯგუფი შევკრათ ისეთ სიმბოლურ პარალელად, როგორისაც გრიგოლ ფერაძეს სჯეროდა, რომელიც იყო მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც, ამავდროულად, იბრძოდა მუსულმანებისთვის,  ჩერქეზებისთვის და რომელმაც საკუთარი სიცოცხლე ერთი  ებრაული ოჯახის გამო გაწირა ოსვენციმში.

ასევე დიდი პრალელის გავლება შეიძლება მაქსიმილიან კოლბესთან. კათოლიკე, რომელმაც იგივე გააკეთა. ის იყო დიდი კათოლიკე გმირი თავისი ქვეყნისა და კაცობრიობისთვის.

ეს ერთიანობა ქრისტიანული სიმბოლოა განურჩევლად იმისა, თუ რომელი ეკლესიიდან მოდის ის - მართლმადიდებელი თუ კათოლიკური.

თავისუფლების ეს დიდი მიწა და პოლონელი ერის არსებობა ჩვენთვის დიდი შთაგონების წყაროა, რადგან ეს ერი განსაკუთრებით კარგად იცნობს პატარა ერების წუხილს. არის ქვეყნები, რომლებიც თავიანთ ტერიტორიაზე დიდები არიან. მაგალითად ამერიკა - ის იდეას მოიცავს.

ვფიქრობ, საოცარ იდეას მოიცავს პოლონეთიც მსოფლიოს ჩვენი ნაწილისთვის, რომელიც მივიწყებული იყო საუკუნეების განმავლობაში და დღეს წარმატებული პოლონეთი ყველა ჩვენგანის კეთილდღეობის გარანტია. ჩვენ ყველაფერს შევძლებთ.

როგორც მარშალმა ახსენა, საქართველოში მთავრობა შეიცვალა, მაგრამ არავის აღარ შეუძლია საქართველოს დაჩოქება და კვლავ რუსული იმპერიის გავლენის ქვეშ მოქცევა. 

რა თქმა უნდა, იქნება აღმართებიც და დაღმართებიც, მაგრამ ჩვენმა ხალხმა უკვე გაიგო თავისუფლების, წარმატების, დემოკრატიის, მთავრობის დემოკრატიულად შეცვლის გემო და ის, თუ რას ნიშნავს ევროპელობა ყველა მინუსით და პლიუსით.

ამ გზიდან გადასახვევი და უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გვაქვს. არის რამდენიმე ქვეყანა ევროპაში, რომლებსაც ჰქონდათ უკუსვლის პერიოდები. მინიმუმ, ორ მათგანს ისეთი ლიდერები ჰყავდათ, რომლებსაც დიქტატურის დამკვიდრება სურდათ, მაგრამ ევროპაში ეს არ მოხდება. 

ვფიქრობ, პოლონეთის დიდებული მაგალითია.

იყო ასევე პოლონეთის პრეზიდენტი, რომელმაც თქვა, რომ დემოკრატიის კლასიკური ფორმულაა ის, როდესაც ქვეყანას ჰყავს ერთ პრეზიდენტი, ერთი პრემიერ მინისტრი, ბევრი ყოფილი პრეზიდენტი, ბევრი ყოფილი პრემიერ მინისტრი და არც ერთ მათგანი ციხეში არ არის, არც მოკლული ან გაუჩინარებულია რომელიმე მათგანი. სწორედ ეს არის ის, რის შექმნასაც ჩვენ ვცდილობთ საქართველოში.

ვფიქრობ, მოვა დრო და ჩემი ქვეყანა ამ ტესტსაც ჩააბარებს.

ჩვენ გვინდა საკუთარი წვლილი შევიტანოთ მსოფლიოში, რადგან ჩვენ ამაყი და დიდი წარსულისა და ისტორიის მქონე ერი ვართ. ჩვენ გვყოლია წმინდანები და ავკაცები ისევე როგორც მეგობრები, რათა თავი მარტოდ არ გვეგრძნო.

სწორედ ეს არის ჩვენი იმედი, რადგან პოლონეთი ჩვენთვის შუქურაა, რომელმაც შთაგვაგონა, თუმცა ასევე შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოც არის შუქურაა ჩვენს გარშემო მყოფი ბევრი სხვა ქვეყნისთვის და აკვირდებიან რა ხდება ჩვენთან.

მთელი ამ წლების განმავლობაში ისინი პატივისცემით ეკიდებოდნენ ჩვენს რეფორმებს, გამჭვირვალე არჩევნებს და ეს არჩევნები მთელი რეგიონის მასშტაბით რომ გამართულიყო, ჩვენ ალბათ 5-ჯერ ზედიზედ გავიმარჯვებდით.

ის, რომ ჩვენმა ხალხმა მთავრობის შეცვლა გადაწყვიტა, სხვა ერებისგანაც პატივისცემას იმსახურებს, რადგან მათ განაცხადეს, რომ სურთ არა მარტო თანამედროვე მთავრობა,  არამედ დემოკრატიაც.

ახლა ჩვენ გვინდა გვქონდეს მუდმივად გავითარებადი დემოკრატია და საბოლოოდ წარმატებას მივაღწევთ. ჩვენი მაგალითი პატივისცემას დაიმსახურებს ისევე როგორც დიდი საზოგადო მოღვაწეები როგორც ჩვენი ისე თქვენი ერიდან.

დიდი მადლობა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)