სიახლეები
04.12.2012
საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს იმერეთში მომხდარი ავტოავარიის გამო
საქართველოს პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სოფელ წევასთან მომხდარი ავარიის გამო, რომელსაც, სამწუხაროდ, შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მიხეილ სააკაშვილი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს და გულისტკივილს გამოთქვამს მომხდარი უბედურების გამო.
3 დეკემბერს ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მოძრავი სატვირთო მანქანის ბორტიდან ლითონის ნივთი გადმოვარდა, რომელიც საპირისპიროდ მოძრავ მიკროავტობუსს დაეცა.
ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.