Google+

სიახლეები

03.12.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ მახარაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯიდოვა

მიხეილ სააკაშვილმა დღეს ქვეყნის უმაღლესი ჯილდო - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი საქართველოს პარლამენტის წევრს - მიხეილ მახარაძეს გადასცა. მიმართვისას პრეზიდენტმა მის  წარმატებულ სამეცნიერო და პოლიტიკურ  დამსახურებაზე გაამახვილა ყურადღება. პრეზიდენტმა  კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა  ქვეყნის  აღმშენებლობის  საქმეში   გაწეული საქმიანობისთვის.  

"მინდა ბატონ მიშას მადლობა გადავუხადო არა მხოლოდ იმ საქმიანობისთვის, რომელსაც იგი დღეს ეწევა, არამედ იმისათვის, რომ ის არის ადამიანი, რომელმაც რამდენიმე პროფესია ძალიან კარგად შეითავსა, პრაქტიკულად ხელახლა აითვისა და ყველა დროში დარჩა ეფექტურ, პატიოსან, პატრიოტ ადამიანად.

ბატონი მიშა დიდი ხნის განმავლობაში იყო მეცნიერი. 1970 წლიდან მუშაობს ფილოსოფიის ინსტიტუტში და მართლაც დიდი ფილოსოფოსია - ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველი ფილოსოფოსი. შემდეგ ის იყო პოლიტიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მე კარგად მახსოვს მისი პუბლიცისტური საქმიანობა 80-იან წლებში, მისი საპარლამენტო საქმიანობა 90-იან წლებში, მისი ბრძოლა იმ პროვინციულ დიქტატურასთან, რომელიც ჩვენ გვქონდა აჭარაში, ასევე 90-იან წლებში და ყველა ეპოქაში ჩემთვის ეს ადამიანი იყო არაკომფორმისტული დამოკიდებულების ეტალონი, სიმბოლო და სტანდარტი.

ვიცი, რომ სახელწიფო ჯილდოები მიღებული გაქვთ ბატონო მიშა, მაგრამ მინდა გადმოგცეთ კიდევ ერთხელ მადლობა გითხრათ და  ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო ბრწყინვალების ორდენი თქვენი მრავალწლიანი სამეცნიერო საქმიანობისთვის, ისევე როგორც თქვენი ხელმძღვანელობისთვის აჭარის უზენაესი საბჭოს ყველაზე რთულ პერიოდში, დღევანდელი ასევე ძალიან საინტერესო საქმიანობისთვის და ქვეყნის გვერდზე დგომისთვის და პატრიოტიზმისთვის" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 
თავის მხრივ , მიხეილ მახარაძემ აღნიშნა, რომ ქვეყნის უმაღლესი ჯილდო კიდევ უფრო მეტი სტიმულია მისთვის, ქვეყნის ღირსეული მომავლისთვის განაგრძოს აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა.


ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)