Google+

სიახლეები

16.09.2012
მიხეილ სააკაშვილი განახლებულ ყვარელს ესტუმრა

 

საქართველოს პრეზიდენტი დღეს განახლებულ ყვარელს ესტუმრა და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ქვეყნის პირველი პირი მოსახლეობასაც შეხვდა და სახალხო ღონისძიებებშიც მიიღო მონაწილეობა.

მიხეილ სააკაშვილმა ყვარლელში იუსტიციის სახლი უხუცეს ქალბატონთან ერთად გახსნა. ქართველი არქიტექტორის, ირაკლი შარაშიძის მიერ დაპროექტებული თანამედროვე დიზაინის შენობაში, ამიერიდან ყვარლის რაიონის მოსახლეობაც შეძლებს ერთი ფანჯრის პრინციპით 300-ზე მეტი სერვისით ისარგებლოს.

ახლადგახსნილ უწყებაში პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯიდოვა მსოფლიოს ბანკის წარმომადგენელი აჰმედ ეივეიდა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ყვარლის რეაბილიტაციის პროექტში.

იუსტიციის სახლის გახსნის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის ოფისი დაათვალიერა. აქ განხორციელდება, როგორც იუსტიციის სამინისტროს და სხვა საჯარო სამსახურის თანამშრომელთა ტრეინინგები, ისე სასწავლო პროგრამები კერძო სექტორისათვის, ადგილობრივი სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის. ტრეინინგ-ცენტრის მშენებლობა 1 წელიწადი გრძელდებოდა და დაახლოებით, 250 ადამიანი იყო დასაქმებული.

ქვეყნის პირველი პირი დღესვე სასტუმროს „რუმს-ყვარელს“ ესტუმრა, სადაც 36 ნომერია განთავსებული და 70 დამსვენებელზეა გათვლილი. სასტუმროში 40-მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა.

დღესვე პრეზიდენტი იმ ობიექტების მშენებლობის პროცესით დაინტერესდა, რომელიც ყვარლის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილმა დურუჯის ციხეც დაათვალიერა, სადაც ახლა სასტუმრო-კომპლექსი შენდება. ქვეყნის პირველმა პირმა ასევე სასტუმრო „ყვარლის ედემი“ დაათვალიერა, რომელიც მთლიანად ქართული ინვესტიციით შენდება და 250 ადამიანი, მათ შორის, 100 ადგილობრივია დასაქმებული. სასტუმრო 35 ნომრიანია, აქვე მოეწყობა გამაჯანსაღებელი სპა-ცენტრი და მარანი.

„აქ ახალი წლის აღნივნაც არაჩვეულებრივი იქნება. ადრე აქ პატარა ჭაობი იყო და ახლა ეს ტბა გავაკეთეთ. გუშინ თვალებს არ დავუჯერე - ლატვვიელები და პოლონელები იყვნენ პლაჟზე წამოწოლილი. ყვარელში უკვე 3 სასტუმრო გაკეთდა, ამათ ეს და კიდევ ორი  დაემატება და სულ მალე 6 სასტუმრო გვექნება. ეს არის კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის ნათელი მაგალითი“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)