Google+

სიახლეები

15.09.2012
საქართველოს პრეზიდენტმა განახლებულ თელავში ახალი ობიექტები გახსნა

მიხეილ სააკაშვილი დღეს განახლებულ თელავს ესტუმრა, სადაც სახალხო დღესასწაული გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა თელავის ახალი იუსტიციის სახლი გახსნა და იქ დასაქმებულებს გაესაუბრა. ამის შემდეგ პრეზიდენტი „ნადიკვარის“ პარკში ღია ელექტრომობილით გაემგზავრა და განახლებული პარკი გახსნა. ქვეყნის პირველი პირი თელავში შეკრებილ საზოგადოებას გაესაუბრა და მათ რეგიონში მიმდინარე აღმშენებლობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა. პრეზიდენტის თქმით, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, გურჯაანსა და კახეთის სხვა რაიონებშიც იწყება ისეთივე აღმშენებლობა, როგორიც უკვე საქართველოს ბევრ ქალაქსა თუ რაიონში მიმდინარეობს. მოსახლეობასთან შეხვედრისას, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ბათუმის და მესტიის მსგავსად, თელავსაც ექნება პიაცა, რომელიც  სასტუმრო „ინტურისტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.

„ნახეთ, რა სილამაზეა ირგვლივ! მთავარია, ყოველივე ამით თელაველებმა ნახონ მეტისარგებელი. ეს სილამაზეა იმის წინაპირობა, რომ განვითარდეს ტურიზმი, გაძლიერდეს სოფლის მეურნეობა, ბევრი რამ გაკეთდეს განათლები სსფეროშიც... ყოველივე ეს ერთად შექმნის პერსპექტივას ყველა თელაველისთვის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სახალხო სეირნობის ფარგლებში, თელავში ასევე მოეწყო ღია ბაზრობა, სადაც კახური ნაწარმი,ღვინო და ადგილობრივი სუვენირები გამოიფინა გასაყიდად.

საქართველოს პრეზიდენტი ერეკლე მეორის მოედანზე ყურძნის დაწურვის პროცესსაც დაესწრო. მოედანზე დადგმულ საწნახელში ნებისმიერ მსურველს ჰქონდ აშესაძლებლობა, ყურძნის დაწურვაში პირადად მიეღო მონაწილეობა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)