Google+

სიახლეები

12.09.2012
საქართველოს პრეზიდენტი სერთიფიცირებულ პედაგოგებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გლდანის პროფესიულ სასწავლებელში იმ პედაგოგებს შეხვდა, რომლებმაც მთელი საქართველოს მასშტაბით წარმატებით ჩააბარეს სასერთიფიკატო გამოცდები. მიხეილ სააკაშვილმა მათ განათლების სისტემაში დანერგილი სიახლეები გააცნო, რომელებიც ქვეყანაში ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება. ქვეყნის პირველი პირის განმარტებით, პირველი სიახლე, რომლებიც უშუალოდ მასწავლებლების სასერთიფიკაციო გამოცდებს  შეეხება არის ის, რომ პედაგოგები ტესტირებას საგამოცდო ცენტრების ნაცვლად, სკოლებში გაივლიან, საგამოცდო დრო კი განახევრდება და ხუთი საათის ნაცვლად, ორსაათ-ნახევრიანი გახდება. ცვლილებებია ასევე პედაგოგთა კვალიფიკაციის შეფასების კრიტერიუმების თვალსაზრისითაც. მასწავლებლების შეფასების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი მათი მოსწავლეების შედეგები და გაკვეთილის ჩატარების მეთოდიკა იქნება. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ახალი სასწავლო წლიდან სერთიფიცირებული პედაგოგები უკვე გაზრდილ ხელფასს მიიღებენ.

შეხვედრისას, საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება ტექნიკური სასწავლებლების მნიშვნელობაზეც გაამახვილა. მისი თქმით, სწორედ ამ ცენტრების ბაზაზე ხდება კვალიფიცირებული კადრების მომზადება და ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც ქვეყნის მასშტაბით უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას უზრუნველყოფს.

ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთ სიახლეს შეეხო, რომლის თანახმად, პედაგოგთა მსგავსად, უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად, გამოცდების ჩაბარება, აბიტურიენტებსაც საკუთარ სკოლებში შეეძლებათ და წარუმატებლობის შემთხვევაში, საშუალება ექნებათ წელიწადში რამდენჯერმე სცადონ შედეგის გაუმჯობესება.  

დღესვე მიხეილ სააკაშვილი მასწავლებლის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საცურაო აუზისა  და სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროცესსა და იქ მიმდინარე შიდა სამუშაოებს გაეცნო. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მთავარია, რომ ახალი აუზი ხალხისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ქვეყნის პირველი პირი გლდანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროცესითაც დაინტერესდა და განაცხადა, რომ 25 სექტემბრიდან მეხუთე და მეშვიდე მიკრორაიონის მცხოვრებლები წყალს 24 საათიანი გრაფიკით მიიღებენ. 

„გარშემო რამდენიმე ახალ პარკსაც ვაკეთებთ. მალე გლდანის რაიონს კონკურენციას ვერც ერთი უბანი ვერ გაუწევს. ასეთი კომფორტული ინფრასტრუქტურა, აუზის თვალსაზრისით, სწავლისა და დასაქმების თვალსაზრისით, ყველაზე მეტ შანსს გლდანელებს მისცემს. ეს კოლეჯი უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი იქნება. აქ მალე წყლის პრობლემას მოიხსნება. ეს აუზი არა მარტო ამ მიკრორაიონს, არამედ მთელ გლდანს ეკუთვნის. მთავარია ხალხისთვის ხელმისაწვდომი იყოს“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)